Jump to content

Microsoft-მა Xbox-ისთვის ღამის რეჟიმის ტესტირება დაიწყო


Magdalena

Recommended Posts

Microsoft მუშაობს Xbox-კონსოლებში ღამის რეჟიმის ფუნქციის დამატებაზე. ახალი რეჟიმის ტესტირება უკვე ამოქმედებულია პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის. ღამის რეჟიმი საშუალებას იძლევა შემცირდეს ეკანის სიკაშკაშე, შუქდიოდური განათება გეიმპადზე, აგრეთვე თავად კონსოლზე არსებულ კვების ღილაკებზე.  

image.jpeg 

წყარო: theverge.com 

ღამის რეჟიმის პარამეტრები გვთავაზობს ინდივიდუალიზაციის რამდენიმე შესაძლებლობას: შესაძლებელია დაყენდეს ეკრანზე სიკაშკაშის სასურველი დონე, აგრეთვე დარეგულირდეს ლურჯი ფილტრი. Xbox-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგულირონ შეუქდიოდური განათება კონსოლის კონტროლერზე, აგრეთვე კონსოლის კორპუსზე არსებულ კვების ღილაკებზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია განათების მთლიანად გამორთვა კვების ღილაკებზე. ღამის რეჟიმში შესაძლებელია დაყენდეს სისტემური მუქი თემა და გამოირთოს HDR. 

შესაძლებელია ღამის რეჟიმის ავტომატური აქტივაცია ან დეაქტივაცია გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც მფლობელს შეეძლება მიუთითოს სასურველი დრო ან მისი მართვა ანდოს თავად კონსოლს (იგი შეძლებს რეჟიმის ავტომატურად გააქტიურებას საღამოს და გამორთვას - გათენებისას). პროგრამა Xbox Insiders-ის მონაწილეებისთვის ახალი ფუნქციის ტესტირება უკვე ამოქმედებულია. ლოგიკურია ვარაუდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ღამის რეჟიმი Xbox-ის ყველა მფლობელისთვის გახდება ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.