Jump to content

Xiaomi პირველად გახდა ლიდერი ევროპის ბაზარზე გამოშვებული სმარტფონების რაოდენობით


Recommended Posts

სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi უკვე დიდი ხანია პოპულარულია, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მეორე კვარტალში Xiaomi-მ Apple შეავიწროვა მეორე ადგილზე მსოფლიო რეიტინგში. ჩინური კომპანიისთვის ვითარება კიდევ უფრო უკეთესია ევროპაში, სადაც Strategy Analytics-ის სტატისტიკის თანახმად მეორე კვარტლის შეჯამებით Xiaomi-მ პირველი ადგილი დაიკავა მიწოდების მოცულობის მხრივ.  

image.jpeg 

12.7 მლნ ეგზემპლარის გამოშვებით Xiaomi-მ შეძლო Samsung-ის უკან ჩამოტოვება. ერთი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით ზრდამ 67.1% შეადგინა. Samsung-მა დაკარგა 7% და გამოუშვა 12 მლნ ეგზემპლარი, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი ლიდერობას აგრძელებს. 

ჯამში ევროპაში სმარტფონების მიწოდების მოცულობა გაიზარდა პანდემიისგან აღდგენის შედეგად. iPhone-ების მიწოდების მოცულობა 15.7%-ით გაიზარდა iPhone 12-ზე არსებული მოთხოვნის წყალობით. 

Xiaomi ფსონს დაბალბიუჯეტურ სმარტფონებზე დებს, რის გამოც მის მოწყობილობებს უფრო ხშირად ყიდულობენ. Huawei-ს პრობლემებმაც თავისი წვლილი შეიტანა Xiaomi-ს წარმატებაში: ბევრ მომხმარებელს ურჩევნია ერთი ჩინური სმარტფონი მეორე ჩინურით ჩაანაცვლოს. 

image.jpeg 

The Verge-ის მიმოხილვაში მოდელი Xiaomi Mi 11 შეადარეს 1199 აშშ დოლარიან S21 Ultra-ს, თუმცა რეალურად იგი სტანდარტულ Galaxy S21 მოდელზეც კი იაფია. მიმომხილველის აზრით, Samsung-ს უნდა უხაროდეს, რომ Xiaomi-ს მოწყობილობები აშშ-ში ოფიციალურად არ იყიდება. ალბათ, ევროპული წარმატების ფონზე ეს მალე შეიცვლება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.