Jump to content

Apple საფირმო კომპიუტერებს ARM-პროცესორებზე 2022 წლის ბოლომდე გადაიყვანს, დარწმუნებულია ცნობილი ანალიტიკოსი


Magdalena

Recommended Posts

გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს Mark Gurman-ის ანგარიში, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ Apple, როგორც მან პირობა დადო, საფირმო კომპიუტერების ARM-ჩიპსეტებზე გადაყვანას ორ წელში დაასრულებს. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბოლო მოწყობილობა, რომელიც ARM-პროცესორს მიიღებს, სამუშაო სადგური Mac Pro იქნება. 

image.jpeg 

წყარო: appleinsider.com 

შეგახსენებთ, 2020 წლის ზაფხულში Apple-მა განაცხადა, რომ გეგმას საფირმო კომპიუტერების ARM-პროცესორებზე გადაყვანას. გასული წლის ნოემბერში გამოვიდა პირველი მოწყობილობები M1 ჩიპსეტის ბაზაზე, ესენი იყო  MacBook Pro, MacBook Air და Mac mini. მიმდინარე წელს მათ რიგს შეუერთდა iMac. 

მარკ გურმანი აცხადებს, რომ ხსენებული ორწლიანი პერიოდის ბოლოს Apple წარადგენს ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობას. საუბარი ეხება 20- და 40-ბირთვიანი ARM-ჩიპების ბაზაზე აწყობილ Mac Pro-ს. მანამდე Apple გამოუშვებს Mac Pro-ს პროცესორ Intel Xeon W-3300-ის ბაზაზე, რომლის წარდგენა გასულ კვირას შედგა. 

image.jpeg 

appleinsider.com 

მოსალოდნელია, რომ მალე Apple წარადგენს გაუმჯობესებულ M1X ჩიპსეტს. იგი უფრო მაღალი წარმადობის იქნება, ვიდრე ორიგინალი М1, ასევე ექნება მეტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მალე Apple დააანონსებს MacBook Pro-სა და MacBook Air-ს MagSafe კონექტორით. აგრეთვე, არაოფიციალური ცნობების თანახმად, მომდევნო MacBook Air-ს Mini-LED მატრიცა ექნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.