Jump to content

Wccftech: NVIDIA GeForce RTX 40-ის წარმადობა მეტად შთამბეჭდავი იქნება


Recommended Posts

Lovelace არქიტექტურაზე დამყარებულ, NVIDIA GeForce RTX 40 სერიის სამომხმარებლო გრაფიკული ადაპტერების გამოსვლამდე არაერთი თვეა დარჩენილი, თუმცა ინსაიდერები აგრძელებენ კომპიუტერული საზოგადოების ინფორმირებას ახალი მოწყობილობების შესახებ. ამჯერად ენთუზიასტმა, მეტსახელად Ulysses-მა გადაწყვიტა გაეზიარებინა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც „მწვანე გუნდის“ სამომავლო პროდუქტების წარმადობის დონეს ეხება - წერს რესურსი Wccftech. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Wccftech 

როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, GeForce RTX 40 და RTX 30 სერიებს შორის წარმადობის მხრივ ნახტომი მეტად საგრძნობი იქნება: ბოლოს ამგვარი რამ მოხდა 2016 წელს, როდესაც გამოვიდა Pascal არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაუსწრეს წინამორბედ GPU Maxwell-ს სიჩქარისა და ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ფლაგმანური GeForce GTX 1080 Ti კი გეიმერებს შორის დღემდე მოწონებით სარგებლობს - Turing და Ampere თაობებით NVIDIA-ს უკვე აღარ გამოუვიდა მომხმარებლების გაოცება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Ulysses 

ამრიგად, ენთუზიასტის შეტყობინება ადასტურებს ამ დრომდე გაჟონილ არაოფიციალურ ცნობებს, რომელთა თანახმად მოსალოდნელია GPU Ampere-სთან შედარებით წარმადობის ორმაგი ზრდა Lovelace-სერიის გრაფიკულ პროცესორებში: წყაროს ინფორმაციით, ჩიპების ახალი თაობა შესაძოა ფუნქციონირებდეს 2.2-2.5 გჰც სიხშირეებზე, სერიის ფლაგმანი კი იქნება GeForce RTX 4090  18432 CUDA ბირთვით, რესურსის სპეციალისტების აზრით იგი შეძლებს ორჯერზე მეტად აღემატებოდეს ოპერაციებში GeForce RTX 3090 მოდელს. 

5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების მიუხედავად ახალი თაობის GPU მოიხმარს 400 ვატ ენერგიას მაქსიმალური დატვირთვისას, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევა არაოფიციალუ ცნობებში, თუმცა წარმადობის საგრძნობი ზრდა გამოასწორებს სიტუაციას ეფექტურობის მაჩვენებლების ზრდის შედეგად. 

რაც შეეხება GeForce RTX 40 სერიის ვიდეო დაფების დებიუტის თარიღს, ინსაიდერული ინფორმაციით NVIDIA, დიდი ალბათობით, აპირებს ჯერ მთლიანად ამოწუროს Ampere თაობის რესურსი. ზემოთხსენებული მოვლენა შედგება არა უადრეს 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.