Jump to content

BOE-მ წარადგინა გეიმინგ მონიტორი 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1 მილიწამი რეაქციის დროით


Recommended Posts

მოწინავე გეიმინგ პროდუქტებისადმი მიძღვნილ ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე კომპანია BOE-მ წარადგინა მონიტორი 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1 მწ რეაქციის დროით. გამოსახულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საფირმო გადაწყვეტილება BOE ADS Pro ტექნოლოგია Mini-LED-ის საფუძველზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: sparrowsnews.com 

Mini-LED-ზე დამყარებული მატრიცა გვთავაზობს კონტრასტულობის მაღალ დონეს. ეკრანი დაყოფილია განათების 10 ათას ზონად, ამასთან სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 2000 კდ/²-ს აღწევს. მსოფლიო ბრენდები, მაგალითად LG და AU Optronics ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ ამგვარ მახასიაებლებზე. ახალი გეიმინგ მოინტორი მაქსიმალური დინამიკით გვთავაზობს გამოსახულების ზუსტდ გადმოცემას ღრმა შავი ფერით. 

მომხმარებლების მხედველობაზე ზეწოლის შემცირების მიზნით BOE-მ იზრუნა ლურჯი გამოსხივების გაფილტვრაზე და უზრუნველყო 0.081 მაჩვენებელი, რამაც დისპლეის საშუალეა მისცა გაევლო TÜV Rheinland Eyesafe სერტიფიცირება. სამწუხაროდ, BOE-ს ახალი მოდელის სახელწოდება ისევე, როგორც მისი ფასი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. 

ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე, სადაც შედგა ახალი მონიტორის წარდგენა, კომპანიამ რამდენიმე გეგმა გააზიარა. უახლოეს მომავალში BOE-მ შესაძლოა დააანონსოს ულტრაფართე რკალისებრი გეიმინგ დისპლეი OLED-მატრიცით, გვერდების შეფარდებით - 32:9 და სიმრუდის 1800R რადიუსით. გამოსაშვებად მზადდება აგრეთვე ულტრათხელი მოდელი მინიმალური ზომის ჩარჩოთი. მუშაობ მიმდინარეობს აგრეთვე ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობაზე, ამგვარ პროდუქტებს საფუძვლად დაედება OLED-დისპლეი კვადრატულ დუიმზე 6000 პიქსელი სიმჭიდროვით, რაც უზრუნველყოფს 4K+ გაფართოებას თითოეული თვალისთვის და 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. 

კომპანიის წარმომადგენლების შეხსენებით, ამჟამად BOE გახლავთ მსოფლიოში გეიმინგ დისპლეების უმსხვილესი მომწოდებელი. მის მოწყობილობებს იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Acer, ASUS, Dell, HP და Lenovo. Omdia-ს მარკეტოლოგების მონაცემებით ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, 120 ჰერცი განახლების სიხშირის მქონე დისპლეების ბაზარზე კომპანიის წილი 2020 წელს 24%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი შესაძლოა 50%-ს მიაღწიოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.