Jump to content

Face ID-ს მხარდაჭერა Apple Mac კომპიუტერებში „რამდენიმე წელში“ გამოჩნდება


Magdalena

Recommended Posts

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია Apple აპირებს მოწყობილობის განბლოკვის ფუნქცია Face ID დაამატოს Mac კომპიუტერებში უახლოესი წლების განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა Mark Gurman-მა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MacRumors 

ჟურნალისტის მოსაზრებით, Apple-ის საბოლოო მიზანია, რომ სახის ამოცნობის სკანერით აღჭურვოს პრაქტიკულად ყველა თავისი პროდუქტი, მათ შორის სმარტფონებისა და პლანშეტების ხელმისაწვდომი ვერსიები - iPhone SE და iPad Air, რომლებშიც რეალიზებულია თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია Touch ID. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple არ ჩქარობს Touch ID-ის ჩანაცვლებას იმის გამო, რომ ტექნოლოგია წარმოადგენს „Face ID-ის უფრო იაფფასიან ალტერნატივას“. ამასთან იგი უზრუნველყოფს მომხმარებელთა მოწყობილობებში შენახული მონაცემების უსაფრთხოების მაღალ დონეს. 

„ველოდები, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება. ეს არ მოხდება მიმდინარე წელს, მაგრამ მზად ვარ ვამტკიცო, რომ Face ID Mac-ზე 1-2 წელში გამოჩნდება. არ ველი, რომ ყველა iPhone და iPad გადავა Face ID-ზე ხსენებულ ვადებში. საბოლოო ჯამში, ეკრანის ქვეშ არსებული კამერა Apple-ის ძვირადღირებული მომწყობილობებიდან ამოიღებს ეკრანის ზედა ნაწილში არსებული ჭრილის აუცილებლობას. სახის ამოცნობის სენსორი Apple-ს ანიჭებს ორ მთავარ ფუნქციას: უსაფრთხოებასა და შერეულ რეალობას. ფუნქცია Touch ID, მოსახერხებელია იგი თუ არა, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველ მათგანს“ - განაცხადა Mark Gurman-მა.  

მიიჩნევა, რომ საბოლოო ჯამში Apple ფუნქცია Face ID-ის რეალიზებას მოახდენს მოწყობილობის ეკრანქვეშ განთავსებული სენსორის მეშვეობით. ავტორიტეტულ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს აზრით ამგვარი iPhone-ის დებიუტი შესაძლოა 2023 წელს შედგეს. რაც შეეხება დესკტოპ კომპიუტერ Mac-ს, Apple-ს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია მუშაობა 27-დუიმიანი iMac-ის ჩანაცვლებაზე, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია, ექნება უფრო დიდი ეკრანი, აგრეთვე კომპანიის საკუთრი წარმოების მოწინავე პროცესორი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.