Magdalena Posted July 27, 2021 Share Posted July 27, 2021 The Wall Street Journal იუწყება, რომ კომპონენტების დეფიციტმა, რომელიც მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეინიშნებოდა, სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებამდე მიაღწია. ამ დრომდე მათ შეძლეს თავიდან აერიდებინათ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნათ მანქანათმშენებელ კომპანიებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კომპიუტერულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებენ, რადგანაც სმარტფონების მწარმოებლები ძირითად კომპონენტებს 6 თვით ადრე ყიდულობენ. ამჯერად კი მარაგები იწურება. ახალი გადაზიდვები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს მიწოდების შეფერხებისა და კომპონენტებზე ფასის ზრდის გამო. აქედან გამომდინარე ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სმარტფონების ღირებულება მიმდინარე წლის შემოდგომიდან გაიზრდება. გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთმა მწარმოებელმა კომპანიამ შეზღუდოს იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც მათი პროდუქცია იყიდება. მაგალითად, Google-ის სმარტფონები Pixel 5a 5G გაიყიდება მხოლოდ აშშ-ისა და იაპონიის ტერიტორიაზე. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ Redmi Note 10-ის ფასი 8%-ით გაზარდა, 161 $-დან 174 $-მდე. Apple-ისა და Samsung-ის იმ სმარტფონების ღირებულება, რომლებიც აგვისტო-სექტემბერში უნდა გამოვიდეს, დიდი ალბათობით ასევე გაიზრდება. არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთი ახალი მოწყობილობის გამოსვლის თარიღი გადაიდება. ჯამში, რაც უფრო ძვირადღირებულია სმარტფონი, მით უფრო საგრძნობლად მოიმატებს მისი ფასი. ბევრმა ექსპერტმა და ელექტრონული მოწყობილობების წარმოების წარმომადგენელმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ დეფიციტთან დაკავშირებული სიტუაცია მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოგვარდება. https://bit.ly/3BDTJBg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.