Jump to content

მომდევნო წლიდან აბსოლუტურად ყველა ახალ iPhone-ს 5G მხარდაჭერა ექნება


Magdalena

Recommended Posts

იაპონური წყაროების ინფორმაციით iPhone 12 Mini-ს წარმოებაზე შეკვეთების შემცირებამ უკვალოდ არ ჩაიარა ამ მოდელის სასიცოცხლო ციკლზე და მომდევნო წელს Apple შეწყვეტს ამ სმარტფონის გამოშვებას. Apple-ის 2022 წლის სმარტფონების სერია წარმოდგენილი იქნება ოთხი მოდელი, რომელთა დისპლეის დიაგონალი 6.1 და 6.7 დუიმია. ახალი თაობის iPhone SE კი განახლების სახით მიიღებს 5G ქსელის მხარდაჭერას. 

image.jpeg 

ფოტს წყარო: Reuters 

ამრიგად, როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, მომდევნო წლის iPhone-ების ხაზში აღარ იქნება სმარტფონები მხოლოდ 4G ქსელის მხარდაჭერით. ამასთან, ახალ iPhone SE-ს ექნება სტანდარტული LCD დისპლეი ამჟამინდელი მოდელებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვთ OLED პანელები. iPhone SE-ს დისპლეის დიაგონალი 4.7 დუიმს შეადგენს და ჯამში მოწყობილობა განახლებული iPhone 8-ის მსგავსი იქნება. მიმდინარე თაობის ახალი iPhone-ების მსგავსად მას ექნება პროცესორი Apple A15, 5G ქსელის მხარდაჭერაზე კი პასუხისმგებელი იქნება მოდემი Qualcomm X60. 

რაც შეეხება უკვე წარმავალ iPhone 12 Mini-ს, მიმდინარე წელს მას ჩაანაცვლებს iPhone 13 Mini, თუმცა მას აღარ ეყოლება შემდგომში „შთამომავალი“. გაცნობიერებულმა წყაროებმა Nikkei Asian Review-ს წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ მომდევნო წლის iPhone-ების მოდელების სრული ასორტიმენტი ისევე, როგორც მათი შესაბამისი მახასიათებლები, ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. 

მიმდინარე წელს Apple-მა უნდა წარადგინოს უსადენო ყურსასმენ AirPods-ის ახალი ვერსია და ახალი თაობის MacBook Pro. კომპანია ელის ახალ iPhone-ებზე მოთხოვნის ზრდას სმარტფონების ბაზრის სინქრონულად. აგვისტოდან იანვრამდე უნდა გამოვიდეს ახალი თაობის არანაკლებ 95 მლნ iPhone, რომელთა მიწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. საერთო ჯამში მიმდინარე წელს Apple აპირებს დაახლოებით 230 მლნ სმარტფონის გამოშვებას, რაც დაახლოებით 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.