Jump to content

Samsung-მა გამოუშვა 1000-დუიმიანი მოდულური ეკრანი The Wall გაფართოებით 8K და სიხშირით - 120 ჰერცი


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა წარადგინა მოდულური ეკრანის განახლებული მოდელი The Wall 2021. ახალი მოწყობილობის დიაგონალი 1000 დუიმზე მეტია და აქვს პროცესორი Micro AI. იგი განსწავლულია გამოსახულების ოპტიმიზაციის 16 ალგორითმით, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია გამოსახულების მასშტაბირებაზე 8K გაფართოებამდე კონტრასტულობის მაღალი დონითა და ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. გარდა ამისა, The Wall-ის კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

მოდულურ ეკრან The Wall-ის მაქსიმალური სიკაშკაშე 1600 კდ/2-ია. მწარმოებელმა კომპანიამ იმუშავა ეკრანის ფონური განათების ხარისხზე, გამოყენებულია ტექნოლოგია MicroLED. Samsung-მა 40%-ით შეამცირა თითოეული შუქდიოდი ზომა გასული წლის The Wall-ში გამოყენებულ შუქდიოდებთან შედარებით. ამის წყალობით ეკრანზე გამოსული გამოსახულება გახდა უფრო კონტრასტული, ასახული ფერი კი - უფრო ერთგვაროვანი. 

image.jpeg 

The Wall-ის დამონტაჟება გახდა უფრო მარტივი მისი სისქის შემცირების ხარჯზე, რაც მიღწეულ იქნა ახალი უჩარჩოო კონსტრუქციისა და უსადენო სამაგრების გამოყენებით. The Wall-ის ახალი მოდელის დამონტაჟება შესაძლებელია სხვადასხვა მდგომარეობაში, მას შეუძლია მიიღოს რკალისებრი (როგორც შეზნექილი, ასევე წინ გამოწეული) მდგომარეობა, ასევე - დასაკიდი ფორმა, დახრილი და L-ის ფორმის კონსტრუქცია. ამასთან, გამარტივდა დისპლეის მართვა: ამჯერად აღარ არის საჭირო თითოეული მოდულის ცალ-ცალკე კონფიგურირება - საკმარისია მოიმართოს ერთი მათგანი და ფუნქცია Factory Seam Adjustment-ის წყალობით პარამეტრებში შეტანილი ცვლილებები The Wall-ის ყველა მოდულზე აისახება. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანელი Samsung The Wall 2021 უზრუნველყოფს მაღალი დონის გამოსახულების ფორმირებას 8K გაფართოებია და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კრანის ჰორიზონტალურად განთავსებისას შესაძლებელია მისი კონფიგურირება ისე, რომ მას ენიჭება 16K-მდე (15 360 × 2160 პიქსელი) გაფართოება. ახალ მოდელს აქვს Micro HDR და Micro Motion ფუნქციების მხარდაჭერა 20-ბიტიანი დამუშავებით. ორივე მათგანი განკუთვნილია გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც განსაკუთრებით აქტუალური ეკრანის კომერციული გამოყენების პირობებში იქნება. 

image.jpeg 

გარდა ამისა, ეკრანს გააჩნია „გამოსახულება გამოსახულებაში“ ფუნქციის მხარდაჭერა: შესაძლებელია ეკრანზე აისახოს ოთხი სხვადასხვა გამოსახულება და თითოეულ მათგანზე კონტენტი 4K გაფართოების იქნება. მწარმოებელმა კომპანიამ არ დაივიწყა უსაფრთხოების შესახებაც: The Wall-მა TÜV Rheinland-ისგან მიიღო სერტიფიკატი Eye Comfort, რაც მიუთითებს ლურჯი გამოსხივების მინიმალურ ემისიაზე, აგრეთვე გაიარა სერტიფიცირება EMC Class B სტანდარტში, რაც ნიშნავს გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღების მინიმალურ დონეს. შედეგად The Wall-ის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.