Jump to content

Binance შეწყვეტს ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას


Recommended Posts

image.png 

მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან Bitcoin-ბირჟა Binance შეწყვეტს ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია პლატფორმის ვებ-გვერდზე. 

„კრიპტოვალუტების ეკოსისტემისა და Binance-ის ზრდასთან ერთად ჩვენ მუდმივად ვახდენთ საკუთარ პროდუქტებ შეფასებას და პატრნიორებთან ვმუშაობთ მომხმარებლების მოხოვნების დაკმაყოფილების მიზნით“ - აცხადებს კომპანია. 

ბირჟამ ეს ნაბიჯი გადადგა, „რათა კომერციული ფოკუსი სხვა პროდუქტებზე გადაიტანოს“ - აღნიშნეს Binance-ის წარმომადგენლებმა. 

მომხმარებლებს 90 დღე აქვთ პოზიციების დასახურად. 15 ოქტომბერს ეს ავტომატურად მოხდება. 

ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი აქტივები გადაიტანონ საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-ის სერვისზე. Binance-ში განაცხადეს, რომ მას აამოქმედებენ 15 ოქტომბრამდე 2-4 კვირით ადრე. 

CM-Equity AG-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მაიკლ კოტმა The Block-თან კომენტარისას განაცხადა, რომ Binance-მა ბიზნეს-გადაწყვეტილება მიიღო. 

„გარანტიას ვიძლევი, რომ მათ ეს არავინ აიძულა. მათ გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ფოკუსირდენენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებზე“ - აღნიშნა კოტმა. 

პრილში Binance-მა განაცხადა ტოკენიზებული აქციების ლისტინგის დაწყება და Tesla დაამატა. მოგვიანებით პალტფორმაზე დაიწყო Coinbase Stock Token-ით ვაჭრობა. 

იმავე თვეში Bitcoin-ბირჟამ დააანონსა იმ ტოკენების ლისტინგი, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო Microstrategy-ს, Apple-ისა და Microsoft-ის რეალური აქციების პორტფელებით. 

ზოგიერთი ევროპული ზედამხედველობითი ორგანო დაინტერესდა Binance-ის ახალი სერვისით. Financial Times-მა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მარეგულირებლები ამოწმებდნენ მას ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. 

პრილის ბოლოს BaFin-მა ინვესტორები გააფრთხილა ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის ამოქმედებისას Binance-ის მიერ ფასიანი კანონების კანონის შესაძლო დარღვევების შესახებ. 

ივნისში FCA-მ კომპანია Binance Markets Limited-ს აუკრძალა ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა ქვეყანაში წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. 

ამის შემდეგ ბანკებმა Barclays-მა და Santander-მა დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებს შეუზღუდეს Bitcoin-ბირჟაზე ფულის გადარიცხვის საშუალება, საგადახდო სისტემა Clear Junction-მა კი უარი თქვა მასთან დაკავშირებული გადახდების დამუშავებაზე. 

კაიმანის კუნძულებზე დაიწყო Binance-ის მუშაობის შემოწმება, ტაილანდში კომპანიას ბრალი დასდეს ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, იაპონიაში კი მის მიმართ მორიგი გაფრთხილება გაიცა. 

პოლონეთის მარეგულირებლები აფრთხილებენ მომხმარებლებს პლატფორმასთან ურთიერთქმედებისას არსებული შესაძლო რისკების შესახებ, ხოლო იტალიამ და მალტამ მომხმარებლები გააფრთხილეს Binance-ის დაურეგულირებელი საქმიანობის შესახებ. 

დრე ბირჟამ შეწყვიტა კანადი პროვინცია ონტარიოს რეზიდენტების მომსახურება და შეაჩერა ევრო-დეპოზიტების მიღება SEPA-ს მეშვეობით. 

მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზეწოლის ფონზე ბირჟის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მან ისაუბრა Binance-ს გეგმებზე, ომელთა მიხედვით უზრუნველყოფილ უნდა იქნას მოთხოვნებთან შესაბამისობა და მომხმარებლების დაცვა. 

Financial Times-ის ინფორმაციით, საგადახდო სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა გადაწყვიტეს არ თქვან უარი პლატფორმასთან თანამშრომლობაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.