Magdalena Posted July 22, 2021 Share Posted July 22, 2021 თამაშების დეველოპერების კონფერენცია GDC 2021-ზე კომპანია NVIDIA-მ ჩაატარა რეითრეისინგისა და DLSS ტექნოლოგიის დემონსტრაცია ARM-პროცესორზე მომუშავე სისტემაზე. სატესტო თამაშად არჩეულ იქნა Wolfenstein Youngblood, რომლის მცირე სადემონსტრაციო ვერსია ARM-სისტემისთვის მოამზადეს MachineGames-ის წარმომადგენლებმა Bethesda-ს მხარდაჭერით. როგორც NVDIA განმარტავს, ეს პროექტი სადემონსტრაციო მიზნებისთვის შერჩეულ იქნა მოქნილი idTech 6 ძრავის წყალობით. თუმცა დეველოპერები არ გეგმავენ თამაშის სრულფასოვანი ARM-ვერსიის შექმნას. Wolfenstein Youngblood-ის საცდელი პერსპექტივა მცირეა, ამიტომ NVIDIA-მ დაამატა სადემონსტრაციო ფრაგმენტი The Bistro-ს დემოდან, რომელშიც გამოყენებულია RTXDI (Direct Illumination) და NRD ტექნოლოგიები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3Bmn6Yn როგორც NVIDIA განმარტავს, სატესტო კომპიუტერში გამოყენებული იყო პროცესორი MediaTek Kompanio 1200, გრაფიკული ამაჩქარებლის სახით კი წარმოდგენილი იყო საშუალო ფასის სეგმენტის ადაპტერი GeForce RTX 3060. https://bit.ly/3wSfjOw Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.