Magdalena Posted July 21, 2021 Share Posted July 21, 2021 როგორც ჩანს, მხოლოდ Intel-ს არ აქვს გეგმაში სერვერულ პროცესორებში HBM სტანდარტის მეხსიერების გამოყენება. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია AMD ასევე აპირებს გამოიყენოს HBM მეხსიერება Zen 4 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ EPYC Genoa სერვერულ პროცესორებში. ეს ინფორმაციაა გაასაჯაროვა პორტალ Inpact-Hardware-მა, რომელმაც ცნობები ანონიმური წყაროებისგან მიიღო. ანგარიშის თანახმად, HBM მეხსიერების მქონე EPYC პროცესორებს დიდი ხანია ითხოვენ AMD-ის პარტნიორები. Intel-მა უკვე დააანონსა Sapphire Rapids პროცესორები HBM-ით, თუმცა ამ ჩიპების გამოსვლა 2023 წლამდე არ იგეგმება. არსებობს ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს Milan-X პროცესორების ხაზს, როგორც შუალედურ რგოლს Zen 3 და Zen 4 თაობებს შორის და მათში წარმოდგენილი იქნება 3D-ჩიპების ტექნოლოგია, თუმცა უცნობია რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული: CCD თუ V-Cache. გამოსვლის თარიღის კუთხით განსხვავება Milan-სა და Мilan-X-ს შორის დაახლოებით 2-3 კვარტალია და დაახლოებით ასეთივე ვადებია მოსალოდნელი HBM-ის მქონე AMD EPYC Genoa ხაზის შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება AMD-ის HBM მეხსიერების განლაგების პრინციპი. მეხსიერების ჩიპები შესაძლოა განლაგდეს როგორც კრისტალის შიგნით, ისე მის გარეთ. კომპანია Intel-საც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტავს რომელ მიდგომას გამოიყენებს. საინტერესოა, საბოლოო ჯამში რომელ ვარიანტს გამოიყენებს თითოეული კომპანია და რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო სწორი პროცესორების წარმადობაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. https://bit.ly/3ez7yqB Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.