Jump to content

AMD EPYC Genoa პროცესორებს HBM მეხსიერება ექნება


Recommended Posts

როგორც ჩანს, მხოლოდ Intel-ს არ აქვს გეგმაში სერვერულ პროცესორებში HBM სტანდარტის მეხსიერების გამოყენება. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია AMD ასევე აპირებს გამოიყენოს HBM მეხსიერება Zen 4 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ EPYC Genoa სერვერულ პროცესორებში.  

image.jpeg 

ეს ინფორმაციაა გაასაჯაროვა პორტალ Inpact-Hardware-მა, რომელმაც ცნობები ანონიმური წყაროებისგან მიიღო. ანგარიშის თანახმად, HBM მეხსიერების მქონე EPYC პროცესორებს დიდი ხანია ითხოვენ AMD-ის პარტნიორები. Intel-მა უკვე დააანონსა Sapphire Rapids პროცესორები HBM-ით, თუმცა ამ ჩიპების გამოსვლა 2023 წლამდე არ იგეგმება. არსებობს ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს Milan-X პროცესორების ხაზს, როგორც შუალედურ რგოლს Zen 3 და Zen 4 თაობებს შორის და მათში წარმოდგენილი იქნება 3D-ჩიპების ტექნოლოგია, თუმცა უცნობია რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული: CCD თუ V-Cache. 

გამოსვლის თარიღის კუთხით განსხვავება Milan-სა და Мilan-X-ს შორის დაახლოებით 2-3 კვარტალია და დაახლოებით ასეთივე ვადებია მოსალოდნელი HBM-ის მქონე AMD EPYC Genoa ხაზის შემთხვევაში. 

განსაკუთრებით საინტერესო იქნება AMD-ის HBM მეხსიერების განლაგების პრინციპი. მეხსიერების ჩიპები შესაძლოა განლაგდეს როგორც კრისტალის შიგნით, ისე მის გარეთ. კომპანია Intel-საც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტავს რომელ მიდგომას გამოიყენებს. საინტერესოა, საბოლოო ჯამში რომელ ვარიანტს გამოიყენებს თითოეული კომპანია და რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო სწორი პროცესორების წარმადობაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.