Jump to content

NVIDIA DLSS და AMD FidelityFX Super Resolution თამაშებში შეადარეს


Recommended Posts

ერთ-ერთი თამაში, რომელსაც დაემატა ინტელექტურალური მასშტაბირების ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), არის შუთერი Necromunda: Hired Gun. თამაში ცოტა ხანია რაც გამოვიდა, თუმცა მას აქვს არა მხოლო FSR-ის, არამედ NVIDIA DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერაც, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს. YouTube-არხ Back4BuckPC Gamer-მა შეამოწმა, როგორ უმკლავდება ორივე ტექნოლოგია გამოსახულების მასშტაბირებ დავალებას 4K გაფართოებაზე. 

image.jpeg 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NVIDIA DLSS-მა გამოსახულების მასშტაბირება მოახდინა „ხარისხის“ პარამეტრებზე ორიგინალ 1440p გაფართოებაზე. AMD FSR ტექნოლოგიამ „მაქსიმალური ხარისხის“ პარამეტრების პირობებში გამოიყენა ორიგინალი 1662p გაფართება. გამოსახულების მასშტაბირება განხორციელდა 4K გაფართოებამდე ხარისხის მაქსიმალური პარამეტრების გამოყენებით თავად თამაშში. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით ნაკლებია პიქსელები, რომლებიც ახდენენ გამოსახულების ფორმირებას, რაც აუცილებელია ინტელექტუალური მასშტაბირების ალგორითმების მიერ რეკონსტრუქციისთვის. 

image.jpeg 

Bang4BuckPC-ის აზრით, FSR ტექნოლოგია DLSS-თან შედარებით შესანიშნავად უმკლავდება გამოსახულების მასშტაბირების ამოცანას DLSS-ის თითქმის იდენტურ ხარისხამდე და ამსთან უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას დინამიკაში, ვიდრე კონკურენტი. 

image.jpeg 

ტექნოლოგიების შედარებისას სრულიად განსხვავებული ვითარებაა თამაშ Marvel’s Avengers-ში, რომელსაც ასევე აქვს DLSS და FSR ტექნოლოგიების მხარდაჭერა. მომხმარებელ @KanaSaber-ის მიერ წარმოდგენილ სქრინშოტებზე 1080p და 1440p გაფართოებების პირობებში შეინიშნება, რომ FSR-ს პრობლემები აქვს ხიდის ფოლადის ბაგირების რეკონსტრუქციაში იმ დროს, როდესაც DLSS მათ უფრო მეტ სიმკვეთრესაც კი ანიჭებს, ვიდრე ორიგინალ 1080p გაფართოების შემთხვევაშია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: @KanaSaber 

აღსანიშნავია, რომ @KanaSaber-მა შედარებისთვის გამოიყენა FSR Quality პარამეტრი შედარებისთვის და არა Ultra Quality, როგორც ადრინდელ შედარებაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: @KanaSaber 

DLSS და FSR ტექნოლოგიების შედარებისას იგივე ვითარებაა 4K გაფართოებამდე გამოსახულების მასშტაბირებისას რეჟიმ „ხარისხი“-ში. FSR ახდენს გამოსახულების მასშტაბირებას 1440p გაფართოებიდან და ორიგინალ გაფართოებასთან შედარებით 4K გაფართოებაზე ამოცანა კარგად არის შესრულებული. 

image.jpeg 

თუმცა ამ შემთხვევაში DLSS უკეთესად გამოსახავს თამაშის გმირის თმას - უფრო უკეთ, ვიდრე ორიგინალი გაფართოების შემთხვევაში. 

Link to comment
Share on other sites

ნუ DLSS პირველი ვერსია საკმაოთ სკრომნათ გამოუყურებოდა, მაგრამ ნვიდიამ ნელ-ნელ დახვეწა ეგ ტეხნოლოგია, ეხლა კიდე ახალი ვერსია გამოვიდა გაუმჯობესებული ვიზუალით, თუმცა მთავარ მინუსათ მაინც გრაფიკის დაქვეითება რჩება ფპს მატებასთან ერთად და ბლური, რაც ბევრ გეიმერს არ მოსწონს, ნუ მაქსიმალურ პრესეტზეც კი რასაც ნვიდია გვთავაზობს 3000 სერიის კარტებზე გამოსახულებას იდეალურს ვერ დაარქმევ მაინც, თუმცა ცალკე RTX რეჟიმი საკმაოთ კარგათ გამოიყურება და თითქმის ორჯერ მძლავრი რეი ტრეისინგ ბირთვები აქვს ნვიდიას კარტებს ამდ ანალოგებთან, მაგალითათ 3070Ti მაქსიმუმ 6900XT თუ უწევს კონკურენციას რეი ტრეისინგ პერფორმანსში, მე როგორც ვიცი გარკვეული სხვაობა ვიზუალში და ეფექტებშიც ყოფილა თან, ეგ DLSS თემა უკვე აღარაა მაგრამ მაინც შეიძლება RTX ჩართვაც პარარელურათ DLSS ჰაი პრესეტთან ერთად

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.