Jump to content

ოჰაიოში იწყება Bitcoin-ის ეკოლოგიური მაინინგი ატომური ენერგიის გამოყენებით


Recommended Posts

image.png 

Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Standard Power-მა ხუთწლიანი პარტნიორობა გააფორმა კომპანია Energy Harbour-თან, რათა შტატ ოჰაიოში მდებარე მონაცემთა ცენტრი ატომური ელექტროსადგურიდან ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიით უზრუნვეყოს. 

პრეს-რელიზის თანახმად, კრიპტოვალუტის მოპოვება გადაკეთებულ ყოფილ ქაალდის ფაბრიკაში მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება. რეკონსტრუქციის შედეგად მიტოვებული ფაბრიკა გახდება „ულტრათანამედროვე საწარმო“ და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების წარმოქმნას. 

შეთანხმების თანახმად, Standard Power ვალდებულია სრულიად შეაჩეროს ოპერაციები, როდესაც საჭირო იქნება ოჰაიოს მაცხოვრებლების უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. 

კომპანია არის მაინინგ-კომპანიებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სერვისების მომწოდებელი და ფლობს 1000 მეგავატზე მეტ ჯამურ სიმძლავრეს. 

„ოჰაიო შევარჩიეთ ელექტროენერგიაზე დაბალი დანახარჯებისა და ნახშირბადისგან თავისუფალი წყაროების არსებობის გამო. Energy Harbor-თან თანამშრომობისას ჩვენ წინასწარ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ჰოსტინგის შესაძლებლობები, რათა მიღწეულიყო გარანტია, რომ ამ ობიექტის ელექტროენერგიის 100% ნახშირბადის ემისიისგან თავისუფალია ”, - განაცხადა Standard Power-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაქსიმ სერეჟინმა. 

კრიპტოვალუტების მოპოვებისას დიდი მოცულობის ელექტროენერგიის საჭიროების გამო გარემოზე ზემოქმედების პრობლემამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო Tesla-ს ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ. ილონ მასკმა შეაჩერა Bitcoin-ით ანგარიშსწორების მიღება მისი მოპოვებისთვის საჭირო ამოწურვადი საწვავის გამოყენების მიზეზით. 

მოგვიანებით მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს გაყიდვებს პირველ კრიპტოვალუტაში, როდესაც მიიღებს დასტურს, რომ მაინერების ნახევარი მაინც განახლებად ენერგიას იყენებს. 

BTC.TOP პულის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მაინინგის დევნის შედეგად Bitcoin-ის ჰეშრეითის ნახევარზე მეტი უკვე მწვანე ენერგიის საფუძველზე გენერირდება. 

მერიკელი მაინერების მიერ დაარსებული ორგანიზაცია Bitcoin Mining Council (BMC) მივიდა დასკვნამდე, რომ განახლებადი ენერგიის წილმა Bitcoin-ის მოპოვების გლობალურ ინდუსტრიაში 56% შეადგინა. 

საზოგადოებამ კვლევა გააკრიტიკა, ეჭვქვეშ დააყენა ობიექტურობა და აღნიშნა, რომ შედეგი „უცნაური დამთხვევით“ შეესაბამება მასკის პირობას. 

Link to comment
Share on other sites

ეგ კიდე უარესია ჰიდროელექტროსადგურზე, რახან თუ რამე ბუნებრივი კატალკლიზმი მოხდა და რეაქტორს აფეთქდა, საშინელ დღეში ვარდება მერე ბუნება, როგორც ეგ იაპონიაში მოხდა, ჩემი აზრით მთლიანათ ასაგრძალია ეგეთი ატომური ელექტროსადგურები, თან იძახიან კიბოსაც აჩენსო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.