Jump to content

NVIDIA წყვეტს GeForce RTX 3000 ვიდეო დაფების წარმოებას - მოსალოდნელია ფასების მორიგი ზრდა


Recommended Posts

image.jpeg 

ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ მალე ვიდეო დაფების ფასები შემცირდებოდა და შეძლებდნენ GeForce RTX 3060 დაფის სარეკომენდაციო ფასად ყიდვას, იმედები გაუცრუვდებათ. ცნობილი გახდა, რომ არც NVIDIA-ს და არც მის პარტნიორებს არ სურთ 2018 წლის ვითარების გამეორება, როდესაც ბაზარზე ფერმებიდან შემოვიდა მაინინგ ვიდეო დაფების ურიცხვი რაოდენობა. თავდაპირველად მაინერები თავიანთ დაფებს საბაზრო ფასად ყიდიდნენ, შემდგ - ოდნავ იაფად, 2018 წლის ბოლოს კი - გიგანტური ფასდაკლებით. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ახალი ვიდეო დაფები აღარ იყიდებოდა, მეორადი ბაზარი კი მასიური მიწოდებით გადაიტვირთა.  

ამჯერად ცნობილი გახდა, რომ არ გამოვა ბიუჯეტური ვიდეო დაფები, რადგანაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი წარმადობის გრაფიკულ ჩიპებს. ეს ყველაფერი მარჟის თემაა, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ ამით სიურპრიზები დასრულდა - სამწუხაროდ, არა. 

Fast Technology-ს მონაცემებით, NVIDIA-მ 1 თვით საერთოდ შეაჩერა პარტნიორებისთვის ახალი გრაფიკული ჩიპების მიწოდება. საუბარი ეხება მთლიან GeForce RTX 3000 სერიას, რომელიც Ampere არქიტექტურაზეა დამყარებული. ლოგიკა ასეთია: დღეისათვის ბევრმა კომპანიამ და სავაჭრო ობიექტმა მზა პროდუქციის დიდი რაოდენობა შაგროვა საწყობებში. ზოგიერთი მათგანი გაძვირების მოლოდინშია, ზოგიც - უბრაოდ ვერაფერს ყიდის, რადგანაც მომხმარებლები ფასდაკლებას ელიან. NVIDIA-ს სურს, რომ საწყობები დაიცალოს. თუკი ბაზარზე ვიდეო დაფები შემცირდება, ასეთ შემთხვევაში მათზე მოთხოვნა კვლავ გაჩნდება მაღალი ფასების მიუხედავად. 

მომხმარებლების სურვილია ვიდეო დაფების შეძენა სარეკომენდაციო ფასად, კომპანიას კი მოგება აინტერესებს. თუ დღეს არ შეწყდება ბაზრის გაჯერება ვიდეო დაფებით, ხვალ იგი გადაიტვირთება. წყარო ამტკიცებს, რომ NVIDIA-ს ამგვარ გადაწყვეტილებაში მთავარი დამნაშავე ჩინელი მაინერები არიან - კომპანიის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ მათი ვიდეო დაფები მსოფლიო ბაზარს გადაავსებს. ამავე დროს, GDDR6 ვიდეომეხსიერების მწარმოებლებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია 13%-ით გაძვირდება. ცხადია, ფასი მოიმატებს ვიდეო დაფებზეც.  

Link to comment
Share on other sites

  • Magdalena changed the title to NVIDIA წყვეტს GeForce RTX 3000 ვიდეო დაფების წარმოებას - მოსალოდნელია ფასების მორიგი ზრდა

ზოგადათ მე რასაც ვუყურებ, მაინინგის გარდა სერიოზული ჩიპების მწარმოების პრობლემაა და მიკრონის VRAM GDDR6-GDDR6X მოდულების ამ ეტაპზე, იმენა რეზკი დეფიციტია მაგ ნაწილებზე, ამიტომ საკმარისი რაოდენობით კარტებს ვერ უშვებენ, ფასებიც მაგიტომ რჩება ეგეთი მაღალი, რახან ერთია როცა ეგ კარტები ლამის 100$ დებდა 5 ცალ 3080 თუნდაც ეთერეუმზე და როცა უკვე 30-35$ დებს მარტო დღეში, ეგ დიდი სხვაობაა ფასში ეგეთივე სხვაობა ჯერ კიდევ არაა, ახლოსაც არაა ეგეთი განსხვავება ჯერ, ანუ ფასი შეიძლება შემცირდა მაგრამ სამჯერ შემცირებამდმე ჯერ ძალზე ბევრი უკლია, ზუსტათ მაგ დეფიციტის გამოა ეგ და არა მაინინგის ბუმის უკვე, ასე 2000 ლარი დააკლდა 3080 მაიმaრკეტზე ჯერ, მეტ დროპს მე ვერ ვხედავ, სადაც ლამის 9000-10000 ლარს ითხოვდენ ცალში, ეხლა უფრო 7000-8000 ლარის თემაა უკვე

Link to comment
Share on other sites

მგონი არაფერი არ ეშველება ამ კარტებს რა სანამ ახალი სერია არ გამოვა არ მოგვარდება მანამდე არაფერი

Link to comment
Share on other sites

არცერთი კარტა არანაირი ლოგიკით არ უნდა ღირდეს 1000$-ზე მეტი. პროსტა სისულელეა და ხალხის დაგოიმება.  ფეხბურთელების და ფასების მატების არ იყოს. ტილიან საშუალო დონის ფეხბურთელს 100ლიმონად ვერ ყიდულობენ და 65-ად ზიდანი იყიდეს 15 წლის უკან, და რომელი ჯობია ნეტა მაგას. სტანდარტები არ იცვლება რეალურად top იგროკი მაშინაც სპექტაკლებს დგამდა და დღესაც. ყველაფერი ფარდობითია. ადრე ტექნოლოგიურად უჭირდათ და უფრო მძლავრი კარტები არ გამოსდიოდათ. ახლა რა უჭირთ ნეტა ამხელა ფასები რომ უნდათ ამოიღონ. მაშინ დაერხა ბაზარს  საგანგაშოდ რომ არ მიიჩნია ხალხმა 1000$ მეტი ღირებულება. წლების განმავლობაში ხო იყო მხოლოდ ტიტანები 1000$ და ითვლებოდა ყველაზე მძლავრად. ნეტა რა ქნეს რომ ახლა 2000$ ღირს? ყველაზე ტოპ დესკტოპ სეგმენტის კარტა 3000-3500 გელაზე მეტი არ უნდა ღირდეს და მაშინ იქნება ასე თუ ისე ნორმა. მე პირადად არასდროს მივცემ მანქანის ფასს ვიდეოკარტაში. აი რას აკეთებს რომ ეგეთს? გამოდის რომ ვიდეოკარტის ნახევარ ფასში შეგიძლია ტოპ ნაწილების შერჩევა სისტემისთვის და ვიდეო ორჯერ ძვირი უნდა ღირდეს მინიმუმ. საუბარი მაქვს მთლიან ღირებულებაზე კომპონენტების თორე ცალკეული ნაწილი ყოველთვის უფრო იაფი იყო ვიდეოზე.

Link to comment
Share on other sites

ისე ბესტბეის მაღაზიაში შევიხედე ეხლა რამე თუ შეიცვალა მეთქი, არაფერი არ შეცვლილა, როგორც არ იყო სტოკში არცერთი გეიმერული კარტა ეხლაც ეგრე მიწერს, ვერაფერი იპოვა და ძაკლზე რედკათ რამეს თუ გამოიჭერ მაგ მაღაზიაში, აი მაგიტომაც ჯდება ეგრე სკალპელებს აქვთ მოყუჩებული ის მცირე პარტია რაც გამოდის, ნუ პარტიის უმრავლესობა მაგათ ხელშია ფაქტიურათ

Link to comment
Share on other sites

როგორც ღორი მძღნერის ჭამას არ მოიშლის ისე ენვიდია ჩათლახობას :) 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ნვიდია არაფერ შვაშია ამდ 0 კარტაა მანდ, ამიტომ ეგეც არ ჯდება იაფი, ერთადერთი ეგ კარტები ისეთი მაღალი ჰეშრეიტებით არ გამოირჩევიან როგორც ანალოგიური ფასის 3000 სერია, გეიმინგში უფრო ბევრის თავი აქვთ, მაგრამ დეფიციტი მაგეებზე კიდე უფრო სერიოზულია და მაგ მხრივ თუ შეიცვალა და არის პროგრესი მარტო ალბათ 6700XT, ეგ მოდელი ყველაზე დიდი ვოლუმითაა გამოსული და ისე არ ჭირს მაინც დათრევა, ალბათ მაგიტომაც ჯდება შედარებით იაფი, ნვიდია სხვა რაღაცეებში ჩათლახობს, მაგრამ რომ შეეძლოთ ოთხი მაგდენს გამოაშვებინებდნენ სამსუნგს და მიკრონს მაგ ჩიპებს და VRAM, არაა თორე კი, თვოთონაც ხვდებიან რომ სპროსი საკმარისზე მაღალია და რასაც უშვებენ მაგაზე ბევრს აიღებდენ ეხლა რომ გამოეშვათ, გაზრდიან ალბათ ვოლუმებს ნელ-ნელა სხვანაირათ დარჩება ეგ ფასები ზეცაში შემდგომშიც, ძალით შექმნილი დეფიციტი ეგ არ ჩანს, ფასების გასაზრდელათ, ფიზიკურათ ვერ ხერხდება ჯერ ვოლუმების გაზრდა, პოლნი აბიომებში უშვებენ ამ ეტაპზე რაც შეუძლიათ მაგ აბიომებში, მაგ მხრივ 1000 სერია გაცილებით დიდი აბიომებით იყო გამოსული და დეფიციტსაც უფრო დიდხანს გაუძლო თავის  დროზე, შემდეგი წლიდან მემგონი გაზრდიან კიდე უფრო ვოლუმებს და ფასები წესით კიდე დაიკლებს მაგრამ რამდენით რთული სათქმელია, თავის ფასებში მემგონი ეგ კარტები არც გაიყიდება უკვე, ისე რაღაც რიგში რომ გაყენებენ EVGA საიტზე აი მანდ ადამიანურ ფასებში ყიდიან და არა ორმაგში და ზევით, ვინც შეძლო ყიდვა თვეების შემდეგ კარგ ფასებში ჩამოუვიდათ კარტები, სხვაგან ყველგან ძვირია რა და თან ვერც იშოვი, ბესტ ბეიზე ზოგჯერ ორმაგიც ღირდა და ეგრევე იყიდებოდა, თუმცა იყო მანდაც შედარებით იაფათ კარტები და ეგრევე ოთქლდებოდენ, აი ეგ იწვევს საშინლათ ფასების გაზრდას, სანამ ეგრე გაგრძელდება  არაფერი ეშველება ფასებს

Link to comment
Share on other sites

ნვიდიაა ღორი, თორემ ამდ კი უშვებს 6600, 6600xtს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აზრი, თუ ვერ იშოვე ვერც ეგეთი ან 250$ მაგივრათ 500$ ეღირა, ვოლუმებია მანდ მთავარი და სხვა რაღაცეების გარჩევა მარტო მერე შეიძლება, ისე აზრი ეკარგება ბიუჯეტური კარტაც 500$ თუ ეღირა და სადღაც უნდა უყარაულო რომ დაითრიო ერთი ცალი მაინც, გასაგებია რომ 1500$ მიცემას ისევ 500 ან 400$ ჯობია, მაგრამ სხვაობა დიდია მაინც წარმადობაში მაგ კარტებს შორის და ყველას ეგ 400$ ალბათ არც ეყოფა სათამაშოთ თუ იღებენ 2K-ის, ნუ თვითონ სტარტოვი ფასები ასე თუ ისე ჯდება ლოგიკაში სიმძლავრეებიდან გამომდინარე, დანარჩენი ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, ხიზილალა ხომ არაა მართლა ერთი კარტა 2000$ რომ ჯდებოდეს, ის ნაღდათ არაა იმდენი ყველა რომ გაძღეს, მოკლეთ სანამ ვოლუმები არ გაიზრდება ბიუჯეტური მაგ კარტებს მარტო ფურცელზე ერქმევა ჯერ, 400-500$ მიცემა კიდე ბიუჯეტურში ცოტა არ იყოს და ძვირია უკვე

Link to comment
Share on other sites

არაფერსაც არ წყვეტს და სისულელეა ეგ oc.ru-ს სტატია. oc.ru-ს სტატიაში, ტიპს თავისივე სტატია აქვს წყაროდ გმოყენებული 🤣  არცერთ სხვა ნორმალურ საიტზე მსგავსი ინფო არ დევს.

ზოგადად ეგ საიტი გადაიქცა რაღაცა ქლიქბეით-სანაგვედ და მაგათი სტატიები სანამ აქ დაიდება ჩემი აზრით ჯობია 100500-ჯერ გადამოწმდეს.

 

9 hours ago, G1ORG1 said:

ნვიდიაა ღორი, თორემ ამდ კი უშვებს 6600, 6600xtს.

რას უშვებს გიო? ვერ აკმაყოფილებს მაინც ბაზარს. არ ჰყოფნით საწარმო სიმძლავრეები, პლიუს ნახევარგამტარების დეფიციტიც მოქმედებს თავისთავად. 80%-ით გადართულები არიან კორპორატიულ სეგმენტზე (კონსოლების პროცესორებზე და სახელმწიფოს შეკვეთებზე).

Link to comment
Share on other sites

მაიმარკეტაზე და ფორუმჯლიზე 6700XT-ები მ აინც გაიყიდა ახლები რამდენიმე ცალი 2600-2800 ლარად, აბა მიდი ნახეთ მაგ ფასად 3070.

6800 ასევე 3500 ლარად ახალი 2 ცალი და მეორადებიც 3300 ლარად მარკეტზე იყო

 

ენვიდია არის, ნაკლებს არ ველოდებოდი

 

ბესტბაიმ შემოაგდო გუშინ ბლომად სტოქი, ოღონდ ონლაინ არა, იმენო მაღაზიაში და ხალხი რიგში  იყო

ერთი ტიპი წერს, დილის 5-ზე წავედიო და 132-ე ვიყავიო რიგში, თუმცა შეხვდა მაინც 3070Ti.

 

ნუ ეს თუ ნაღდი ინფოა, მაშინ აიწევს კარტების ფასი იანვრის დონეზე

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Fatal Fighter said:

ნუ ეს თუ ნაღდი ინფოა, მაშინ აიწევს კარტების ფასი იანვრის დონეზე

არაა ნაღდი. საერთოდ უსაფუძვლოა ეგ ინფო.

წყაროდ აქვთ მოყვანილი რაღაცა ჭღრ-პღრ საიტი სადა უწერია according to rumors-სო.

Link to comment
Share on other sites

ონლაინში ერთ უზერზე 1 ცალი აგრანიჩენიითაც რომ არაფერი არა აქვთ ბესტ ბაიში მურტალი დეფიციტია აბა რა არის, ფასებზე ეგ საშინლათ მოქმედებს, ეგრე იქნებოდა პროცესორებზეც ორმაგი ფასები ეგრე რომ ვერ გეყიდა ვერსად ვერაფერი, სანამ ეგ არ გამოსწორდება ფასები არ დაეცემა, მთლათ ყველგანაც რომ აგრძალონ მაინინგი ვიდეოკარტებით თუ ვოლუმები არ გაიზარდა ცალკე გეიმერ-ენტუზიასტებზეც დარჩება სერიოზული დეფიციტი და მინიმუმ ორმაგი ფასები ედება ან ყველაფერი სკალპელებმა თუ იყიდეს მეტიც, მაინინგს აქვს გავლენა მაგრამ დეფიციტიც ბევრს წყვიტავს ამ ეტაპზე და სერიოზულათ ზრდის ფასებს

Link to comment
Share on other sites

ნბიდია სულ აპრობლემებს და ფასებიც დიდი ადევს, 6800xt 800ევროში იყიდი უკვე, 3080 1200ღირს და ამ ფასად უკვე 6900 მოგდის. ფასები დაიკლებს ვფიქრობ, დაეცემა კირსი და დაიწყება კარტების მოშორება, უკვე დაწყებულია აქ, და ჯერ უნდათ მაქსიმალურად ძვირად გაყიდონ, თუმცა არ იყიდება, რასაც ვაკვირდებ. ასე რომ ტყუილია ფასების არ დაწევაზე ფიქრი.

Link to comment
Share on other sites

გერმანიაში ვაკვირდებოდი მე და სულ ბოლოს გამოილია მანდ კარტები, თან მანდ ადგილზე ისეთი აჟიოტაჟი მაინინგში არც არასდროს ყოფილა, დიდი სხვაობაა დენის ფულშიც და მოგებაც ცოტაა უფრო + სხვა სამსახურებიც არის მაინინგის გარდა უფრო დიდი ანაზღაურებით, ამიტომ მანდ ისეთი დიდი ინტერესი არ ყოფილა, დეკემბრის ბოლოს მშვენივრათ ეყარა კარტები, მერე მანდაც გაქრა ასე 15 იანვრიდან უკვე, ამერიკაში ეგრე არაა, ვუყურებ მე და დიდათ არაფერი იცვლება, მოაქვთ დიდ მაღაზიებში და მომენტალურათ იყიდება, ეგ იმის მაჩვენებელია რომ სპროსია ძალზე მაღალი და სანამ ეგ არ დაიკლებს ან აბიომებს არ გაზრდიან სულ ეგრე იქნება ამოწურული მარაგი, მაგ შემთხვევაში არ მოხდება რეზკი ფასების დაგდება, ორმაგი ფასი მინიმუმ დარჩება კარტაზე, ანუ კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა არანაირათ არ გამოასწორებს კარდინალურათ სიტუაციას სანამ იმდენს ვერ გამოუშვებენ მინიმუმ გეიმერებს და ენტუზიასტებს რომ ეყოს ეგ კარტები + მაინინგში სპროსი მაინც რჩება დაბალ ფასზეც კი, ისეთი დიდი არა როგორც პიკის პერიოდში მაგრამ მაინც, რახან ხალხს ახსოვს რამდენზე შეუძლიათ აწიონ კურსი თუნდაც 1-1,5 წლის შემდეგ და მაგის იმედზე ბევრი მაინც ამაინინგებს, დალგასროჩნი პერსპექტივაში კარგი მოგება რომ ამოაგდოს, ხო ფასები იქ სამმაგი ნამდვილათ არაა, მაგრამ ვინ გაყიდინებს, თუმცა 500$ კარტა შეიძლება 800$ გაყიდონ, ან 3080 1200$ თუნდაც, თუმცა ეგ უფრო ნაკლებია მაინც ვიდრე ჩვენთან აქვთ მაიმარკეტზე გაყიდვაში, საქმე იმაშია რომ სკალპელები რომ თრეულობენ მაგ კარტებს, როგორც ჩანს მაინც ახერხებენ მაგხელა ფასებში ვიღაცაზე გასაღებას, ბევრი არ იღებს მაგრამ, როგორც ჩანს ზოგიერთები მაინც თრეულობენ და მაგითი სარგებლობენ სკალპელებიც, ისე რა აზრი აქვს 800$ კარტა აიღო და მერე ვეღარც გაყიდო თუნდაც 1200$, ეგენი სამმაგს ადებენ და ულპებათ ხშირათ, მაგრამ როგორც ჩანს მაინც ახერხებენ გარკვეული პარტიის გასაღებას, ეგაა კაკრაზ მაინინგზე ცუდი დაჟე, ფასს ზრდიან მაგ მცირე ტირაჟით რაც აქვთ შესყიდული, რახან დეფიციტი გრძელდება და ეგენი აკონტროლებენ რამდენში გაყიდონ უფრო იაფათ ნაყიდი კარტა, მაგიტომაც ადევს სამმაგი, ტირაჟი რომ საკმარისი იყოს, ვინღა იყიდიდა სკალპელებისგან მაგხელა ფასებში რამეს, ეგ უკვე მაფიაა ვიდეოკარტების და მეტი არაფერი, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეგეთი სიტუაცია მით უფრო ცუდი იქნება ჩვენთვის, ზოგიერთი მაინერი და გეიმერი ვიცი მაინც ახერხებს შტატებში შედარებით იაფათ კარტების დათრევას, შემხვედრია დისკორდზე ეგეთი უზერებიც, ყოველდღიურათ ყიდულობენ ახალ-ახალ კარტებს და საკმაოთ ნორმალურ ფასებში და არა სამჯერ ან ორჯერ ძვირათ თუნდაც, მაგრამ ნაცენკა არის მაინც ასე 100-150$ მინიმუმ, ეგ რიგებიც შეიძლება ნაღდი იყოს, მაგრამ მასიური სახე ჯერ არ ქონდეს მაინც მიღებული, ეგ უფრო ენტუზიასტები დგანან ალბათ რიგში და ვისაც არ შეუძლია ორმაგის და სამმაგის კარტაში მიცემა ეგენი, მე ღამის გათენება კი არა და 1 საათიც დამეზარებოდა რიგში დგომა თან რომ არ იცი გერგება რამე თუ არა

Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.