Magdalena Posted July 19, 2021 Share Posted July 19, 2021 თანამედროვე სამეცნიერო კვლევები წარმოუდგენელია მასშტაბური გამოთვლების გარეშე და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებს ეს კარგად ესმით, ამიტომ აფინანსებენ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მეცნიერებისა და განათლების დახმარებისკენ. უკვე არსებობს ინიციატივა AMD AEIR, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მსგავს პროგრამას აამოქმედებს NVIDIA. ისტორიულად AMD GPGPU-ბაზარზე მუდმივად კონკურენტთან დაწევის პოზიციაში იმყოფება, ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ამაჩქარებლები ისეთი პოპულარული ვერ არის, როგორც NVIDIA-ს პროდუქტები. ამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით AMD-მ აამოქმედა პროექტი AEIR, რომელიც მეცნიერებსა და მკლევარებს საშუალებას აძლევს დისტანციური წვდომა მიიღონ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატულ პლატფორმებზე, აგრეთვე ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერაზე. ახლახანს NVIDIA-მ განაცხადა პროექტ Hardware Grant Programme-ის დაწყების შესახებ. ეს პროგრამა აკადემიურ წრეს წვდომას მისცემს თანამედროვე აპარატურაზე - ესენია სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი, Ampere არქიტექტურაზე დამყარებული RTX ამაჩქარებლები, დეველოპერ Jetson-ის კომპლექტები და BlueField-ის მაღალი წარმადობის მქონე ქსელური თანაპროცესორები, აგრეთვე NVIDIA-ს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა. აგრეთვე, პროექტ Hardware Grant Programme-ის ფარგლებში ზოგიერთი პროექტი წვდომას მიიღებს ქსელურ გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს. როგორც ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა Rebecca Nevin-მა აღნიშნა, ჩამონათვალში არ შედის RTX 3000 სერიის გეიმერული და ნახევრადპროფესიონალური დაფები. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ ცნობილი უნივერსიტეტების ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და „უნდა მოახდინონ დემონსტრირება, რომ ესმით, როგორ უნდა იქნას NVIDIA-ს ტექნოლოგიები გამოყენებული კვლევების დაჩქარებაში“. NVIDIA Quadro GV100: „ძველი, მაგრამ არა უსარგებლო“ აღსანიშნავია, რომ მაღალი სიზუსტის საჭიროების მქონე მთელი რიგი გამოთვლებისთვის მითითებული ამაჩქარებლები არ არის საუკეთესო, რადგანაც Quadro სერიის წარმადობაც კი FP64 რეჟიმში შეადგენს FP32 წარმადობის მხოლოდ 1/32-ს, Volta არქიტექტურის მქონე არც ისე ახალი Quadro GV100 კი მეცნიერებს სთავაზობს დაახლოებით 8 Tflops-ს, შედარებისთვის - უახლესი RTX A6000-ის ანალოგიური მაჩვენებელი 1.25 Tflops-ია. NVIDIA Hardware Grant Programme-ში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა შესაძლებელია 23 ივლისამდე. გამარჯვებულები გამოცხადდებიან 27 აგვისტოს, მომდევნო ეტაპი დაგეგმილია მომავალი წლის იანვრისთვის. https://bit.ly/3B52LqI Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.