Jump to content

NVIDIA აკადემიურ და საგანმანათლებლო სფეროს უფასო აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით დაეხმარება


Recommended Posts

თანამედროვე სამეცნიერო კვლევები წარმოუდგენელია მასშტაბური გამოთვლების გარეშე და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებს ეს კარგად ესმით, ამიტომ აფინანსებენ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მეცნიერებისა და განათლების დახმარებისკენ. უკვე არსებობს ინიციატივა AMD AEIR, ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მსგავს პროგრამა აამოქმედებს NVIDIA. 

სტორიულად AMD GPGPU-ბაზარზე მუდმივად კონკურენტთან დაწევის პოზიციაში იმყოფება,  ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ამაჩქარებლები ისეთი პოპულარული ვერ არის, როგორც NVIDIA-ს პროდუქტები. ამ სიტუაციის გამოსწორების მიზნით AMD-მ აამოქმედა პროექტი AEIR, რომელიც მეცნიერებსა და მკლევარებს საშუალებას აძლევს დისტანციური წვდომა მიიღონ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპარატულ პლატფორმებზე, აგრეთვე ტექნიკურ და ინფორმაციულ მხარდაჭერაზე. 

image.png 

 

ხლახანს NVIDIA-მ განაცხადა პროექტ Hardware Grant Programme-ის დაწყების შესახებ. ეს პროგრამა აკადემიურ წრეს წვდომას მისცემს თანამედროვე აპარატურაზე - ესენია სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი, Ampere არქიტექტურაზე დამყარებული RTX ამაჩქარებლები, დეველოპერ Jetson-ის კომპლექტები და BlueField-ის მაღალი წარმადობის მქონე ქსელური თანაპროცესორები, აგრეთვე NVIDIA-ს მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა. აგრეთვე, პროექტ Hardware Grant Programme-ის ფარგლებში ზოგიერთი პროექტი წვდომას მიიღებს ქსელურ გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეფუძნება NVIDIA-ს გადაწყვეტილებებს. 

image.jpeg 

როგორც ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა Rebecca Nevin-მა აღნიშნა, ჩამონათვალში არ შედის RTX 3000 სერიის გეიმერული და ნახევრადპროფესიონალური დაფები. პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ ცნობილი უნივერსიტეტების ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და „უნდა მოახდინონ დემონსტრირება, რომ ესმით, როგორ უნდა იქნას NVIDIA-ს ტექნოლოგიები გამოყენებული კვლევების დაჩქარებაში“.  

image.jpeg 

NVIDIA Quadro GV100: „ძველი, მაგრამ არა უსარგებლო“ 

აღსანიშნავია, რომ მაღალი სიზუსტის საჭიროების მქონე მთელი რიგი გამოთვლებისთვის მითითებული ამაჩქარებლები არ არის საუკეესო, რადგანაც Quadro სერიის წარმადობაც კი FP64 რეჟიმში შეადგენს FP32 წარმადობის მხოლოდ 1/32-ს, Volta არქიტექტურის მქონე არც ისე ახალი Quadro GV100 კი მეცნიერებს სთავაზობს დაახლოებით 8 Tflops-ს, შედარებისთვის - უახლესი RTX A6000-ის ანალოგიური მაჩვენებელი 1.25 Tflops-ია. 

NVIDIA Hardware Grant Programme-ში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა შესაძლებელია 23 ივლისამდე. გამარჯვებულები გამოცხადდებიან 27 აგვისტოს, მომდევნო ეტაპი დაგეგმილია მომავალი წლის იანვრისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.