Jump to content

NASA-მ შეუკვეთა ბირთვული კოსმოსური ძრავების შექმნა Blue Origin-ს, GE-სა და Lockheed Martin-ს


Recommended Posts

აეროკოსმოსურმა დააგენტო NASA-მ და აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ (DOE) გააფორმეს სამი ახალი კონტრაქტი Blue Origin-თან, General Electric Hitachi Nuclear Energy-სა და Lockheed Martin-თან მარსისკენ და მის ფარგლებს გარეთ კოსმოსური მოგზაურობისთვის ბირთვული ძრავების ტექნოლოგიის შემუშავების მიზნით. 

image.jpeg 

12-თვიანი კონტრაქტები იდება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორიის (INL) გავლით. ისინი შესულია NASA-ს 2021 წლის ბიუჯეტში, თითოეული კონტრაქტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცხადებული პერიოდის ბოლოს INL გააანალიზებს შემოთავაზებულ პროექტებს და რეკომენდაციებს წარუდგენს NASA-ს. აეროკოსმოსური სააგენტო თავის მხრივ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, როგორც სამომავლო ტექნოლოგიების დაპროექტებისა და განვითარების საფუძველს. 

NASA-ს კოსმოსური ფრენებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების პროექტში რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელთანაც სააგენტომ ადრე უკვე გააფორმა ანალოგიური კონტრაქტები. მათ ჩამონათვალში შედიან BWX Technologies, General Atomics Electromagnetic Systems, Ultra Safe Nuclear Corporation, General Electric Research, Framatome და Materion. მიმდინარე წლის აპრილში General Atomics-მა სააგენტოსგან დაფინანსების სახით მიიღო 22 მლნ აშშ დოლარი. ასევე, 2.9 და 2.5 მლნ აშშ დოლარი ამ დრომდე უკვე იქნა გამოყოფილი Lockheed Martin-ისა და Blue Origin-ისთვის. 

ბირთვული სითბური სისტემები განიხილება, როგორც ქიმიური სარაკეტო ძრავების ერთ-ერთი ალტერნატივა. ისინი ასევე წარმოქმნიან გაწევას გამონაბოლქვი გაზების მეშვეობით, რომლებიც მიემართება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. თუმცა მათ შორის მთავარი განსხვავება ამ გამონაბოლქვი გაზების წარმოების პრინციპშია. თერმობირთვულ ძრავში საწვავის გაცხელებისა და წევის წარმოქმნისთვის გამოიყენება მცირე ზომის და მახასიათებლებით უნიკალური გახლეჩვის რეაქტორი. თეორიაში ამგვარი ძრავები უნდა იყოს მრავალჯერ უფრო ეფექტური ქიმიურ სარაკეტო ძრავებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.