Jump to content

BMW-მ გამოაცხადა კვანტური საავტომობილო პროექტების კონკურსი სტარტაპებსა და მკვლევარებს შორის


Recommended Posts

BMW Group-მა Amazon Web Services-თან (AWS) ერთად დააანონსა სპეციალური კონკურსი კომპანიებისა და მკვლევარებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კვანტური ტექნოლოგიებით და მზად არიან წარადგინონ საავტომობილო ინდუსტრიისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ნამუშევრები. 

image.jpeg 

საავტომობილო ინდუსტრიაში კვანტური გამოთვლები უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსურ ოპტიმიზაციას, უახლესი მასალების კვლევას და ავტონომიური მართვის სისტემების მხარდაჭერას. 

ხალ ინიციატივაზე საუბრისას BMW Group Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა პეტერ ლენერტმა (Peter Lehnert) განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ლანდშაფტი კვანტური გამოთვლების ველზე ახლა იწყებს ფორმირებას. კომპანიები და კვლევითი ინსტიტუტები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ. მისი თქმით, კრაუდფანდინგის ანალოგიურად კომპანია იწყებს „კრაუდინოვაციებს“ იმ იმედით, რომ მოიზიდას დამატებით ინოვაციურ რესურსებს, რომლებიც სტანდარტული სატენდერო პროცესის შესაძლებლობებს აღემატება. 

კომპანიის მონაცემებით, გამოყოფილია 50 სფერო, რომლებშიც კვანტურ გამოთვლებს სამომავლოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. BMW აპირებს ფოკუსირდეს ოთხ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: ავტომობილების სენსორების ოპტიმიზაია ავტონომიური მართვისას, წარმოების პროცესში მასალების დეფორმაციის სიმულაცია, წინასაწარმოო კონფიგურაციის ოპტიმიზაცია და მანქანური სწავლება ხარისხის შეფასების ავტომატიზაციისთვის. 

ივნისში BMW-მ დააარსა კონსორციუმი Quantum Technology and Application Consortium (QUTAC) შემდეგ კომპანიებთან ერთად - BASF, Boehringer Ingelheim, Bosch, Infineon, Merck, Munich Re, SAP, Siemens და Volkswagen. გუნდი აპირებს კვანტური ტექნოლოგიების განვიარების დაჩქარებას ევროპის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გერმანიაში. 

Amazon-ის მხრიდან კონკურსში მონაწილეობს Amazon Quantum Solutions Lab და ცნობილია, რომ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გამოიყენონ Amazon Braket-გარემო კვანტური ალგორითმების ტესტირებისთვის. 

მონაწილეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო, განაცხადების მიღება 24 სექტემბერს დასრულდება, შემდეგ კი მათ შეაფასებს ექსპერტების კომისია. ფინალური ღონისძიება მიმდინარე წლის დეკემბერში შედგება. გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ პირადად წარუდგინონ თავიანთი იდეები ესპერტებს. BMW-ს მონაცემებით, ბონუსის სახით ისინი მიიღებენ BMW Group-ს, როგორც მომხმარებელს და მონაწილეობას მიიღებენ თავიანთი საპილოტე პროექტების დანერგვაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.