Magdalena Posted July 16, 2021 Share Posted July 16, 2021 ითვლება, რომ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების თითქმის საუკუნოვანი ისტორია ბევრ მანქანათმშენებელ კომპანიას უშლის ხელს აქტიურად განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას ელექტრომობილების ბაზარზე. Tesla-ს არ აქვს ასეთი ტვირთი, ამიტომ მიდის თამამ ექსპერიმენტებზე და სწრაფად ვითარდება. Audi-მ შესაძლოა სექტემბერში წარადგინოს თავისი პირველი ელექტრომობილის პროტოტიპი, რომელიც შექმნილია Tesla-ს მსგავს ატმოსფეროში. ფოტოს წყარო: Audi პროექტი Artemis შეიქმნა კონკურენტუნარიანი პრემიალური ელექტრომობილების სწრაფი შექმნა-განვითარების მიზნით. ჯერჯერობით კონცერნ Volkswagen-ის რეპუტაცია მაღალი ფასის დიაპაზონის ელექტრომობილების სეგმენტში ჩამორჩება Porsche-ს მოდელებს, Audi კი გვთავაზობს სამ სერიულ ელექტრომობილს, რომელთა შექმნისას კომპანია დიდწილად ეყრდნობოდა წარსულ გამოცდილებას. პროექტ Artemis-ის მიზანია მოხდეს ელექტრომობილების შექმნის უფრო ნოვატორული მიდგომების დემონსტრირება. ცნობილია, რომ Audi-ს პირველი პროტოტიპის პრეზენტაცია შედგება სექტემბრის დასაწყიში ღონისძიება IAA-ზე მიუნხენში. ახალი პლატფორმის სერიულ დონეზე დანერგვამდე საჭიროა კიდევ 2-3-წლიანი განვითარება, Artemis-სერიის პირველი მოდელის სერიული წარმოება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, რომ სექტემბრის ღონისძიებაზე მიუნხენში Audi-ს წარმომადგენლები გაამხელენ ინფორმაციას ახალი თაობის პირველი ელექტრომობილის დებიუტის თარიღის შესახებ. პროექტში მონაწილე სპეციალისტებს მინიჭებული აქვთ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე მათ კოლეგებს Audi-ს დანარჩენი პერსონალიდან. ბრენდის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს უფრო თამამი იდეების განხორციელებას ელექტრომობილების განვითარებაში. https://bit.ly/3i2wGHl Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.