Jump to content

Tesla-ს ავტოპილოტს მანქანის მართვა გრუნტიან გზაზეც შეუძლია


Recommended Posts

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება FSD v9-ის ბეტა-ვერსიამ Tesla-ს ელექტრომობილების იმაზე დიდ რაოდენობაში დაიწყო გავრცელება, ვიდრე ადრეულ ტესტირებაში მონაწილე მანქანების რიცხვი იყო. ასე რომ ვიდეობლოგერებმა დაიწყეს თავიანთი ანგარიშების გამოქვეყნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი იმდენად შევიდა აზარტში ცნობისმოყვარეობის გამო, რომ გადაიღეს მიმოხილვები ღამით. 

image.jpeg 

ერთ-ერთი ვიდეოში პროგრამული უზრუნველყოფა FSD v9-ს ბეტა-ვერსიის მქონე Tesla Model Y-ის მძღოლი მართავს მანქანას გრუნტიან გზაზე, სადაც არ იყო ხელოვნური განათება, ელექტრომობილი კი დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოძრაობის საზღვრებს და ეყრდნობოდა მხოლოდ ნავიგაციიდან და ფრონტალური კამერიდან მიღებულ მონაცემებს. შეგახსენებთ, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ფოკუსირებულია სწორედ მანქანური ხედვის შესაძლებლობებზე, რადარების მონაცემებს კი Tesla არ იყენებს. ფაქტობრივად, Model 3-ისა და Model Y-ის ამერიკულ ვერსიებს ცოტა ხანია, რაც ფიზიკურად არ გააჩნია რადარები. 

ხალი პრგრამული უზრუნველყოფის მქონე ელექტრომობილების გზაჯვარედინებზე ღამით მანევრებიც მარტივი და ბუნებრივი აღმოჩნდა. ელექტრომობილის ცენტრალური დისპლეი გამოიყენება გარემოს ვიზუალიზაციისთვის, ასე რომ მძღოლი შეძლებს მანქანის ქცევის პროგნოზირებას. Tesla ამავდროულად მუდმივად მოითხოვს მძღოლმა საჭეს მოკიდოს ხელი, თუკი სისტემა შეამჩნევს, რომ მძღოლმა საჭეს ხელი გაუშვა დიდიხნით. ზემოთხსენებული ვერსიის ავტოპილოტი მუშაობს 128 კმ/სთ-მდე სიჩქარის პირობებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.