Jump to content

Tesla-მ გამოუშვა ავტოპილოტ Full Self Driving v9-ს ბეტა ვერსია


Recommended Posts

Tesla-მ დაიწყო პროგრამულ უზრუნველყოფა Full Self Driving-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება, ხსენებული პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. არსებული ცნობების თანახმად განახლება FSD v9 ხელმისაწვდომი გახდა ადრეული წვდომის პროგრამის მონაწილეებისთვის. 

image.jpeg 

Tesla-ს ავტოპილოტის მეცხრე ვერსია უზრუნველყოფს გამოსწორებებს, რაც ავტონომიური მართვის სისტემას აქცევს უფრო საიმედოს, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ვიზუალიზაციები, რომლებიც გვთავაზობენ დამატებით ინფორმაციას გარემოს შესახებ და საშუალებას იძლევიან უკეთ გავიგოთ, რას ხედავს ავტომობილი მოძრაობის პროცესში. 

დასახელება Full Self Driving-ის მიუხედავად, სისტემა არ არის სრულიად ავტონომიური და განკუთვნილია მძღოლისთვის დასახმარებლად, მაგალითად, მოძრაობის ზოლის შეცვლის ან მოხვევის დროს. Tesla დაუღალავად გვახსენებს, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროს მძღოლმა საჭეს ხელი არ უნდა გაუშვას, რათა მზად იყოს მართვის ხელში აღებისთვის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. მძღოლზე თვალყურის დევნებისთვის განკუთვნილ კამერას, რომელიც დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკეზე, დაემატა ახალი ფუნქცია: ამიერიდან იგი განსაზღვრავს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალყურს მძღოლი გზას. 

FSD v9 განახლებას საზოგადოება დიდხანს ელოდა. მისი გამოშვების პირობა Tesla-მ დადო ჯერ კიდევ 2018 წელს, ილონ მასკი აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის მილიონზე მეტი ელექტრომობილი მიიღებდა ამ განახლებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.