Magdalena Posted July 14, 2021 Share Posted July 14, 2021 Tesla-მ დაიწყო პროგრამულ უზრუნველყოფა Full Self Driving-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება, ხსენებული პროგრამული უზრუნველყოფა ავტონომიური მართვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს. არსებული ცნობების თანახმად განახლება FSD v9 ხელმისაწვდომი გახდა ადრეული წვდომის პროგრამის მონაწილეებისთვის. Tesla-ს ავტოპილოტის მეცხრე ვერსია უზრუნველყოფს გამოსწორებებს, რაც ავტონომიური მართვის სისტემას აქცევს უფრო საიმედოს, აგრეთვე გააჩნია რამდენიმე საინტერესო ფუნქცია. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ვიზუალიზაციები, რომლებიც გვთავაზობენ დამატებით ინფორმაციას გარემოს შესახებ და საშუალებას იძლევიან უკეთ გავიგოთ, რას ხედავს ავტომობილი მოძრაობის პროცესში. დასახელება Full Self Driving-ის მიუხედავად, სისტემა არ არის სრულიად ავტონომიური და განკუთვნილია მძღოლისთვის დასახმარებლად, მაგალითად, მოძრაობის ზოლის შეცვლის ან მოხვევის დროს. Tesla დაუღალავად გვახსენებს, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროს მძღოლმა საჭეს ხელი არ უნდა გაუშვას, რათა მზად იყოს მართვის ხელში აღებისთვის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში. მძღოლზე თვალყურის დევნებისთვის განკუთვნილ კამერას, რომელიც დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკეზე, დაემატა ახალი ფუნქცია: ამიერიდან იგი განსაზღვრავს, რამდენად ყურადღებით ადევნებს თვალყურს მძღოლი გზას. FSD v9 განახლებას საზოგადოება დიდხანს ელოდა. მისი გამოშვების პირობა Tesla-მ დადო ჯერ კიდევ 2018 წელს, ილონ მასკი აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის მილიონზე მეტი ელექტრომობილი მიიღებდა ამ განახლებას. https://bit.ly/36rGjtL Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.