Jump to content

Nintendo-მ წარადგინა განახლებული Switch - გაზრდილი OLED დისპლეი, ორჯერ მეტი მეხსიერება და ფასი დაახლოებით 350 $


Recommended Posts

Nintendo- ოფიციალურად წარადგინა ჰიბრიდული გეიმინგ კონსოლის ახალი ვერსია, რომელიც აღჭურვილია ახალი OLED დისპლეით. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 8 ოტომბერს გამოა და წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერის ვარიანტად. 

image.jpeg 

განახლებულ Nintendo Switch-ს ექნება ზომაში გაზრდილი 7-დუიმიანი ეკრანი უფრო თხელი ჩარჩოებით. შედარებისთვის, ორიგინალი კონსოლი დაკომპლექტებულია 6.2-დუიმიანი დისპლეით, Switch Lite-ს კი 5.5-დუიმიანი ეკრანი აქვს. პარალელურად, ახალ ვერსიას აქვს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, 64 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება (32 გბ-ის ნაცვლად) და ფართო რეგულირებადი სადგამი. განახლდა აგრეთვე დოკ-სადგურის გარეგნული დიზაინი და დაემატა ქსელის პორტი. 

თავდაპირველად Nintendo გამოუშვებს Switch-ის OLED-მოდელებს ორ ფერში: თეთრსა და ტრადიციულ ლურჯ-წითელში. მოგვიანებით კომპაია ასევე გამოუშვებს სრულიად შავ კონსოლს. სამწუხაროდ კონსოლის ტექნიკურ პლატფორმაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ახალი ვერსიის საფუძველი იგივეა, რაც ორიგინალის შემთხვევაში. 

ხალი ვერსიის ღირებულება დასავლეთის ქვეყნებში 350 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 50$-ით მეტია ორიგინალი Switch-ის ფასთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.