Jump to content

ჩინელებმა შექმნეს უმძლავრესი პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი 56 კუბიტით


Recommended Posts

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა შექმნა პროგრამირებადი კვანტური კომპიუტერი, რომელიც დაფუძნებულია სუპერგამტარ კუბიტებზე. ეს კომპიუტერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობის სტატუსის პრეტენდენტია. მან დაკისრებულ გამოთვლით დავალებას თავი დაახლოებით ერთ საათში გაართვა იმ დროს, როდესაც მის მოგვარებისთვის ჩვეულებრივ კლასიკურ კომპიუტერ რვა წელზე მეტი დასჭირდებოდა. მეცნიერებმა თავიანთი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნეს ArXiv-ის სამეცნიერო ნაშრომების არქივში. 

image.jpeg 

სუპერგამტარი ჩიპი-კუბიტის ორგანზომილებიანი სქემა. ფოტოს წყარო: ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 

ჩინელი მკვლევარების შემოქმედებას სახელად Zuchongzhi ეწოდა. ეს გახლავთ ორგანზომილებიანი პროგრამირებადი სუპერგამტარი კვანტური პროცესორი, რომელსაც 66-მდე კუბიტის გაერთიანება შეუძლია. კომპიუტერის შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით ჩინელმა მეცნიერებმა 56 კუბიტი გამოიყენეს. სისტემას დაევალა შემთხვევითი კვანტური ბმების (random quantum circuits) მოდელირება - გრძელვადიანი შემდგომი ოპერაციების შესრულება კუბიტებზე და შედეგების გაზომვა. ამასთან, რაც უფრო მეტი კუბიტია სისტემაში, მით რთულია ამოცანის შესრულება. მსგავსი შედეგის მიღება კლასიკურ სუპერკომპიუტერზე უკიდურესად რთული იქნება, რადგან აუცლებელია იმ შესაძლო მდგომარეობების უზარმაზარი რიცხვის გამოთვლა, რომელშიც შესაძლებელია სისტემა იმყოფებოდეს. 

„ჩვენი გამოთვლებით Zuchongzhi-მ დაასრულა შემთხვევითი კვანტური ჯაჭვების სიმულაციის დავალება 1 საათსა და 20 წუთში, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს ამისთვის მინიმუმ რვა წელი დასჭირდებოდა”, - აღნიშნეს მკვლევარებმა თავიანთ სტატიაში. მეცნიერები აგრეთვე აცხადებენ, რომ მათი ნამუშევარი აფიქსირებს გამოთვლითი სიმძლავრის მხრივ აშკარა უპირატესობას კლასიკურ კომპიუტერებთან შედარებით, რომლებიც ამგვარი სამუშაოების გონივრულ ვადაში განხორციელების საშუალებას არ იძლევიან. 

ამოცანა, რომელიც ჩინურმა კვანტურმა კომპიუტერმა გადაჭრა, დაახლოებით ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე კვანტურ კომპიუტერ Google Sycamore-ის მიერ 2019 წელს შესრულებული დავალება. ამ უკანასკნელს მსოფლიოში უძლიერესი სისტემა ეწოდებოდა, მასში გამოყენებული იყო 54 კუბიტი, Zuchongzhi-ში კი - 56 და ამასთან, მოხდა დემონსტრირება, რომ კვანტური ბიტების რაოდენობის ზრდასთან ერთად კვანტური სისტემის წარმადობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. ამრიგად, ჩინური კვანტური კომპიუტერი ამჟამად მსოფლიოში უმძლავრესი პროგრამირებადი კომპიუტერია და წარმადობის ზრდის პოტენციალი გააჩნია (ხელმისაწვდომი 66-ვე კუბიტის გააქტიურების პირობებში). 

ღსანიშნავია, რომ ჩინელი მეცნიერების იმავე გუნდმა 2020 წელს წარადგინა კიდევ ერთი კვანტური კომპიუტერი. იგი მუშაობდა 76 ფოტონური კუბიტის ბაზაზე და მასში გამოყენებული იყო ლაზერების, სარკეების, პრიზმების, ფოტოების დეტექტორების რთული კომპლექტი - სისტემა პროგრამირებადი არ იყო Zuchongzhi-სა და Sycamore-ის მსგავსად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.