Jump to content

ახლოვდება დაბალბიუჯეტური AMD Radeon RX 6600 (XT) გეიმინგ ვიდეო დაფების გამოსვლა


Recommended Posts

image.jpeg 

ჩიპმეიკერ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი საწარმოო სიმძლავრის დეფიციტი, რომლებზეც კომპანია AMD აწარმოებს ბოლო თაობის GPU-ებს, მნიშვნელოვნად აისახა მიმდინარე წელს AMD-ის ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი AMD RX 6000 Series ვიდეო დაფები NVIDIA-ს დაფებთან შედარებით ცუდ შედეგებს იძლევა მაინინგში, მათი პოვნა მაღაზიებში სარეკომენდაციო ფასად მაინც შეუძლებელია. 

AMD-ის ვიდეო დაფები ბევრ გეიმერს კონკურენტული გეიმინგ წარმადობის პარალელურად იზიდავს NVIDIA-ს ვიდეო დაფებთან შედარებით დიდი მოცულობის ვიდეომეხსიერებით. ცოტა ხნის წინ AMD-მ გამოუშვა NVIDIA DLSS-ის ანალოგიური ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ზრდის კადრების სიხშირეს თამაშებში. კონკურენტისგან განსხვავებით იგი მუშაობს ყველა ვიდეო დაფაზე, მათ შორის NVIDIA-ს დაფებზე. ეს ტექნოლოგია დადებით გავლენას იქონიებს AMD-ის დაბალბიუჯეტურ გეიმინგ ვიდეო დაფების წარმადობაზე. საუბარი ეხება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფებს, რომელთა გამოსვლას მოუთმელად ელიან გეიმერები. 

რესურს Videocardz-მა შეამოწმა ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიები ვებ-გვერდები და PowerColor-ის საიტზე აღმოაჩინა ჩანაწერები AMD Radeon RX 6600 Series ვიდეო დაფების ორი სამომავლო წარმომადგენლის შესახებ. როგორც წესი, ამგვარი ჩანაწერები სწორედ პროდუქტის გამოშვების წინ ჩნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე შედგება AMD Radeon RX 6600 და Radeon RX 6600 XT დაფების ოფიციალური წარდგენა და გაყიდვაში გამოშვება. 

image.png 

AMD Radeon RX 6600 Series დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან GPU Navi 23-ზე. მის ბაზაზე უკვე გამოშვებულია ოთხი პროდუქტი: Radeon RX 6600M (მობილური გრაფიკული პროცესორი), Radeon Pro W6600 (მისი მობილური ვარიანტის ჩათვლით) და Tesla-ს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ინფორმაციულ-გასართობი სისტემა, რომლის დემონსტრირება ცოტა ხნის წინ მოახდინა ილონ მასკმა Cyberpunk2077-ში. 

image.jpeg 

AMD Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის წარმოებისთვის გამოყენებული იქნება სრულფასოვანი კრისტალი Navi 23 XT, რომელსაც 2048 ნაკადური პროცესორი აქვს. ვიდეო დაფას ექნება GDDR6 სტანდარტის 8 გბ ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით. GPU-ში ჩაშენებული იქნება 32 გბ მოცულობის ბუფერი Infinity Cache. მოსალოდნელია, რომ ჩიპი იმუშავებს მაღალ სიხშირეებზე და ექნება TDP-ის დაბალი დონე. 

image.png 

AMD Radeon RX 6600 (XT) ვიდეო დაფების გამოშვების ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.