Jump to content

11 აგვისტოს Samsung ჩაატარებს ღონისძიება Galaxy Unpacked-ს: მოსალოდნელია Z Fold 3-ის, Z Flip 3-ის, Buds 2-სა და Watch 4-ის ანონსი


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს თიზერი, რომლის თანახმად კომპანია Samsung-მა 11 აგვისტოსთვის დაგეგმა მორიგი პრეზენტაცია Galaxy Unpacked. ღონისძიებაზე მოსალოდნელია ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების ანონსი. 

image.jpeg 

კერძოდ, შედგება დასაკეც სმარტფონ Galaxy Z Fold 3-ის დებიუტი. არსებული ცნობებით, ამ მოწყობილობას ექნება 7.5-დუიმიანი დრეკადი S-AMOLED ეკრანი QHD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. უშუალოდ დისპლეის ქვეშ განთავსებული იქნება ფრონტალური კამერა. 

image.jpeg 

Digit / @OnLeaks 

დრეკადი დისპლეის მქონე კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება მოდელი Galaxy Z Flip 3. არაოფიციალური ცნობებით, მას ექნება 6.7-დუიმიანი ეკრანი და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. მასზე წარმოდგენილი იქნება ასევე დამხმარე, 1.9-დუიმიანი დისპლეი. 

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დაანონსდება სმარტ საათები Galaxy Watch 4 და Galaxy Watch 4 Classic. ისინი შეძლებენ მფლობელის ორგანიზმში ცხიმოვანი მასის განსაზღვრას, მთელი დღის განმავლობაში გულისცემის ცვლილებებისთვის თვალყურის დევნებას და სისხლში ჟანგბადის შემცველობის გაზომვას. 

image.jpeg 

და ბოლოს, შედგება სრულიად უსადნო ყურსასმენების, Galaxy Buds 2-ის ანონსი. არაოფიციალური ცნობების თანახმად ახალი მოწყობილობის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს AKG-ის სპეციალისტებმა, რის წყალობითაც მიიღწევა მაღალი ხარისხის ხმა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.