Jump to content

200-ვატიანი დამუხტვა Xiaomi-ს სმარტფონებში შესაძლოა რეალობად იქცეს


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, რომ მალე კომპანია Xiaomi-ს ასორტიმენტში შესაძლოა გამოჩნდეს პირველი კომერციული სმარტფონები, რომელთაც 200 ვატი სიმძლავრის ულტრასწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ექნებათ. 

image.jpeg 

მიმდინარე წლის მაისში Xiaomi-მ წარადგინა დამუხტვის ტექნოლოგია HyperCharge. იგი გვთავაზობს 200 ვატი სიმძლავრის დამუხტვას სადენიან რეჟიმში და 120-ვატიანს - უსადენოში. პირველ შემთხვევაში 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 2-დან 100%-მდე შესაძლებელია დაიმუხტოს სულ რაღაც რვა წუთში, მეორე შემთხვევაში კი - 15 წუთი. 

მასთან, უზრუნველყოფილია ბატარეის უსაფრთხოებისა და გამძლეობის მაღალი დონე. ბატარეის მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება დამუხტვის 800 ციკლის შემდეგ, რაც საწარმოო სტანდარტს აღემატება. 

image.jpeg 

ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ჩინურმა კომპანია NuVolta Technologies-მა წარადგინა სმარტფონების დამუხტვის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწინავე ჩიპი NU2205. მის მიერ მხარდაჭერილია 100 ვატამდე დამუხტვის სიმძლავრე ერთკომპონენტიან ბატარეაზე. ორმოდულიანი ბატარეის შემხვევაში სიმძლავრე 200 ვატს აღწევს. 

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს ჩიპი შესაძლოა Xiaomi-ს აღჭურვილობაში მოხვდეს. თავად სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.