Jump to content

გამოვიდა მონიტორები MSI Artymis 323CQR და 273CQR რკალისებრი ეკრანებით


Recommended Posts

კომპანია MSI-მ გააფართოვა მონიტორების ასორტიმენტი Artymis 323CQR და 273CQR მოდელების ანონსით, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ სისტემებში გამოყენებისთვის. ახალ მონიტორებს აქვთ რკალისებრი დისპლეი VA მატრიცით. 

image.jpeg 

ეკრანის ზომები შეადგენს 31.5 და 27 დუიმს დიაგონალზე, შესაბამისად. გამოყენებულია QHD ფორმატის ეკრანი 2560 × 1440 პიქსელი გაფართოებით. მხარდაჭერილია HDR 400 სერიფიკატი. 

პანელის სიმრუდის რადიუსია 1000R. ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ვირტუალურ სივრცეში უკეთეს ჩაფლობას. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, მატრიცის რეაქციის დრო 1 მილიწამის ტოლია. 

image.jpeg 

უფროსი მოდელი ფლობს 89.8%-იან DCI-P3 და 113%-იან sRGB ფერთა გამას, უმცროსი ვერსიის მაჩვენებლებია 88.7 და 111.5%, შესაბამისად. 

სადგამი უზრუნველყოფს დახრის კუთხის რეგულირებასა და ეკრანის მოტრიალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება მაგიდის ზედაპირიდან 100 მილიმეტრის ფარგლებში. 

image.jpeg 

პორტების ნაკრებში შედის ორი HDMI 2.0b ინტერფეისი, DP 1.2a კონექტორი, სიმეტრიული USB Type-C (DisplayPort Alternate) პორტი და USB 2.0 ჰაბი. KVM გადამრთველი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ერთი კლავიატურა ა მაუსი ორ სხვადასხვა პერსონალურ კომპიუტერზე. 

ახალი მონიტორების საორიენტაციო ფასები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.