Jump to content

SpaceX დიდ ფულს კარგავს Starlink-ის ტერმინალებზე, თუმცა მასკს ნათელი მომავლის სჯერა


Recommended Posts

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა ფართო საზოგადოებას გააცნო დეტალები სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის წარმატებსა და პერსპექტივების შესახებ. ანტრეპრენერმა აღიარა, რომ კომპანია ბევრ ფულს კარგავს პირველი მომხმარებლების ქსელში შესასვლელად ტერმინალების შესყიდვის სუბსიდირებით. ამასთან, მასკი იმედს არ კარგავს, რომ Starlink მომავალში მოგების მიღებას დაიწყებს. 

image.jpeg 

SpaceX-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერმინალის ღირებულება, რომელიც კომპანიის მომხმარებლებს დაახლოებით 500 აშშ დოლარად გადაეცემა, რეალურად 1000 აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, SpaceX უკვე მუშაობს მომავალი თაობის ტერმინალზე, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირების იმავე შესაძლებლობებს, მაგრამ კომპანიას დაეხმარება წარმოების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში. 

image.jpeg 

მასკი მზად არის იმისთვის, რომ Starlink-ში მოუწევს 30 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირება მანამ, სანამ იგი SpaceX-ისთვის მნიშვნელოვანი მოგების მოტანას დაიწყებს. მალე კომპანია გეგმავს ე.წ. Starlink 1.5-ის გაშვებას. განახლებული თანამგზავრები ერთმანეთს დაუკავშირდება ლაზერული ხაზებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა უწყვეტი გადაცემა დიდი ფართობის ტერიტორიებსა და პოლარულ რეგიონებში. მომდევნო წელს გაეშვება Starlink 2, რომელიც, მასკის თქმით, კიდევ უფრო ფართო ფუნქციონალს შემოგვთავაზებს. 

მასკმა ასევე გააზიარა Starlink თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების გეგმები კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გამოყენებით. ანტრეპრენერი იმედოვნებს, რომ Starship-ის მეშვეობით თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანის პირველ მცდელობას კომპანია SpaceX უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.