Jump to content

Honda-ს პირველი, GM Ultium პლატფორმაზე აგებული ელექტრომობილის სახელწოდება Prologue იქნება


Recommended Posts

იაპონურ კომპანია Honda Motor-ს რთულია ახალბედა ეწოდოს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში, თუმცა მისი ყველა არსებული მოდელი ან გამოდიოდა მცირე რაოდენობით, ან გვხვდებოდა მხოლოდ გარკვეულ ბაზრებზე. 2024 წლისთვის Honda აპირებს აშშ-ისა და კანადის ბაზრებზე შეიტანოს GM Ultium პლატფორმაზე აწყობილი პირველი ელექტრომობილი, რომლის სახელწოდება „Prologue“ ცნობილი გახდა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის წყალობით.  

image.jpeg 

ელექტრომობილი Honda E. წყარო: Honda Motor 

ეს დასახელება Prelude-ს სინონომურია - იგი გახლავთ გასული წლის 80-იანი წლების პოპულარული სპორტული კუპე, ამიტომ გარკვეული მახასიათებლები ნასესხები იქნება სახელის დონეზე მაინც. მეორე ელექტრომობილი, რომელშიც გამოყენებული იქნება GM Ultium პლატფორმა, მიიღებს მარკას Acura, მის Prologue-თან დაკავშირებაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. როგორც იაპონური კომპანიის წარმომადგენლებმა ადრე აღნიშნეს, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისთვის განკუთვნილი ორი სადებიუტო ელექტრომობილისთვის Honda თავად შეიმუშავებს ინტერიერსა და ექსტერიერს, ძრავებსა და შასებს კი მიაწვდის General Motors თანამშრომლობის ფარგლებში. 

როგორც The Verge აღნიშნავს, მხოლოდ მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში დაიწყებს Honda საკუთარ პლატფორმაზე აწყობილი ელექტრომობილების შემოთავაზებას. 2030 წლისთვის მათმა წილმა ბაზარზე 40%-ს უნდა მიაღწიოს წყალბადზე მომუშავე ავტომობილებთან ერთად, 2035 წლისთვის წილი 80%-მდე გაიზრდება, შიდა წვის ძრავებზე მთლიანად უარის თქმა კი შესაძლებელი მხოლოდ 2040 წლისთვის გახდება. Honda-ს წინა მცდელობები ელექტრომობილების მიწოდების კუთხით შეზღუდულად წარმატებული აღმოჩნდა. მოდელი Clarity EV წარმოებიდან მოიხსნა, კომპაქტური ელექტრომობილი Honda E (ფოტოზე) კი ხელმისაწვდომია მხოლოდ იაპონიასა და ევროპაში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.