Jump to content

DDR5-4800 მეხსიერების მოდულები გაყიდვაში გამოჩნდა: 32 გბ მოცულობის ნაკრები 310 $ ღირს


Recommended Posts

კომპანია Team Group-ის მიერ მიმდინარე თვის შუა პერიოდში წარდგენილი ოპერატიული მეხსიერების ნაკრები Elite DDR5 წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკულ ონლაინ-პლატფორმებზე - Amazon-სა და Newegg-ზე. ორი DDR5-4800 მოდულისგან შემდგარი ნაკრები 32 გბ მოცულობით გამყიდველის მიერ შეფასებულია 310 აშშ დოლარად. ეს გახლავთ ახალი სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების პირველი კომერციული ნიმუში. 

image.jpeg 

წარმოდგენილი მახასიათებლების მიხედვით მეხსიერების მოდული მუშაობს 4800 ჰც სიხშირეზე 1.3 ვოლტი ძაბვის პირობებში, თაიმინგებია CL40-40-40-77. უზრუნველყოფილია 38400 მბ/წმ-მდე სიჩქარე. მოდულებში გაგრილებისთვის განკუთვნილი რადიატორი გათვალისწინებული არ არის. მეხსიერებას სამწლიანი გარანტია აქვს. 

image.jpeg 

image.jpeg 

ახალი მეხსიერების გაყიდვაში არსებობის აქტუალურობა ჯერ კიდევ საეჭვოა. მისი მუშაობისთვის საჭირო Intel 600-სერიის ჩიპსეტებზე არსებული დედა დაფები და Alder Lake-S პროცესორები ჯერ არ დაანონსებულა - მათი წარდგენა შედგება მიმდინარე წლის ბოლოს. მეორე მხრივ, ადრეული შეძენის შესაძლებლობის არსებობა საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული DDR5-ის დეფიციტი Intel-ის ახალი პლატფორმის გამოშვების საწყის ეტაპზე. 

image.jpeg 

Amazon-ის მონაცემებით ახალი ოპერატიული მეხსიერება კომპანიის საწყობში ძალიან მალე გამოჩნდება. მაღაზია გვპირდება, რომ პირველ მომხმარებლებისთვის მოდულების მიწოდებას ივლისის ბოლოს დაიწყებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.