Jump to content

ზიანისმომტანმა მაინერმა უკვე 200 ათასზე მეტი კომპიუტერი დააზარალა


Recommended Posts

image.jpeg 

კრიპტოვალუტა Monero-ზე (XMR) დამყარებული ზიანისმომტანმა  მაინერმა, სახელწოდებით Crackonosh, რომელიც ინერგება თამაშების პირატულ ვერსიებში, განსაკუთრებით კი Grand Theft Auto V-ში, ჰაკერებს ორწელიწადნახევრის განმავლობაში 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც 9 ათასი XMR მონეტის ეკვივალენტია. ამის შესახებ განაცხადა Avast-ის პრეს-სამსახურმა. 

image.png 

მაინერი თიშავს ცნობილ ანტივირუსებს Windows Defender-ის ტიპის სისტემების ჩათვლით, აგრეთვე ბლოკავს ოპერაციული სისტემის ავტომატურ განახლება იდენტიფიკაციის თავიდან ასარიდებლად. მას შემდეგ, რა მაინერის მუშაობისთვის ყველანაირი უსაფრთხო პირობა შეიქმნება, იგი აამოქმედებს მაინერ XMRig-ს. ამჟამად მისით დავირუსებულია ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე მომუშავე 220 ათასი კომპიუტერი. 

image.png 

ყველაზე აქტიურად მაინერი გავრცელებულია ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის ქვეყნებში. საკვირველია, მაგრამ ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა პრაქტიკულად არ შეხებია დსთ-ს ქვეყნებსა და ჩინეთს. Avast-ის წარმომადგნელების აზრით, ვირუსის შემქმნელი შესაძლოა ჩეხეთში იმყოფებოდეს. 

Link to comment
Share on other sites

აქ არ აინტერესებთ მონერო. აქ ეთერიუმია :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.