Magdalena Posted June 29, 2021 Share Posted June 29, 2021 კრიპტოვალუტა Monero-ზე (XMR) დამყარებული ზიანისმომტანმა მაინერმა, სახელწოდებით Crackonosh, რომელიც ინერგება თამაშების პირატულ ვერსიებში, განსაკუთრებით კი Grand Theft Auto V-ში, ჰაკერებს ორწელიწადნახევრის განმავლობაში 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც 9 ათასი XMR მონეტის ეკვივალენტია. ამის შესახებ განაცხადა Avast-ის პრეს-სამსახურმა. მაინერი თიშავს ცნობილ ანტივირუსებს Windows Defender-ის ტიპის სისტემების ჩათვლით, აგრეთვე ბლოკავს ოპერაციული სისტემის ავტომატურ განახლებას იდენტიფიკაციის თავიდან ასარიდებლად. მას შემდეგ, რაც მაინერის მუშაობისთვის ყველანაირი უსაფრთხო პირობა შეიქმნება, იგი აამოქმედებს მაინერ XMRig-ს. ამჟამად მისით დავირუსებულია ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე მომუშავე 220 ათასი კომპიუტერი. ყველაზე აქტიურად მაინერი გავრცელებულია ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის ქვეყნებში. საკვირველია, მაგრამ ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა პრაქტიკულად არ შეხებია დსთ-ის ქვეყნებსა და ჩინეთს. Avast-ის წარმომადგნელების აზრით, ვირუსის შემქმნელი შესაძლოა ჩეხეთში იმყოფებოდეს. https://bit.ly/3qsXm7L Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted June 30, 2021 Share Posted June 30, 2021 აქ არ აინტერესებთ მონერო. აქ ეთერიუმია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.