Jump to content

ჩინეთში კრიპტოვალუტების აკრძალვა გამოიწვევს მაინერების მიგრაციას ტეხასისკენ


Recommended Posts

იმის გამო, რომ ჩინეთი შეგნებულად ზრდის ზეწოლას კრიპტოვალუტების ბაზარზე, ადგილობრივ მაინერებს სხვა გზა არ აქვთ, თუ არა თავიანთი აღჭურვილობის საზღვარგარეთ გადატანა. ტეხასი პოპულარობით სარგებლობს იაფი ელექტროენერგიი, ლიბერალური კანონებისა და ზოგადად კარგი ვითარების გამო. პრობლემა ისაა, რომ მაინერების მასობრივი შემოდინება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ნერგოსისტემას. 

image.jpeg 

ელექტროენერგიის ღირებულება კრიპტოვალუტების მაინინგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ვინაიდან მოპოვების მთელი პროცესი უზარმაზარი მოცულობის ენერგიას მოიხმარს. ელექტროენერგიაზე ჩინეთში არსებულმა დაბალმა ფასმა ხელი შეუწყო მაინინგ-ფერმების მფლობელებს - ქვეყნის ტერიტორიაზე განთავდა Bitcoin-ის მოპოვების მსოფლიო სიმძლავრის 60%-ზე მეტი. 

ტეხასი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გამოყოფილი საგადასახადო შეღავათების გამო შესაძლებელია გახდეს კრიპტოფერმების მფლობელთა სამოქმედო ადგილი - ელექტროენერგიის ფასი აქ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია აშშ-ში. აქ დიდი ხანია დაფუძნდა ამერიკული მაინინგ-კომპანიები, მათი რიცხვი და გამომთვლელი სიმძლავრე მუდმივად იზრდება. 

უახლოეს მომავალში შენჟენის BIT Mining, რომელიც მზადაა 26 მილიონი აშშ დოლარი ჩადოს 57-მეგავატიან მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში, აპირებს უცხო ქვეყანაში დაფუძნება. პეკინში არსებული Bitmain აპირებს გააფართოვოს 2019 წელს შეერთებულ შტატების სამხრეთში აშენებული ობიექტები. ჩინეთიდან სხვა კომპანიებიც ემზადებიან, რომ მათ შეუერთდნენ. 

პრობლემა ის არის, რომ საკუთარი ბუნებრივი აირის მარაგის, ქარის ელექტროსადგურებისა და იაფი ელექტროენერგიის არსებობის მიუხედავად ბოლო პერიოდში ტეხასი შესამჩნევად დაზარალდა ელექტროენერგიის გათიშვით, რაც შეიძლება გამწვავდეს საერთაშორისო კრიპტობიზნესის შემოსვლის შემდეგ. საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს სმარტ-თერმოსტატებზე სიცხეში აუმაღლეს ტემპერატურა, რათა დატვირთვა შემცირდეს ელექტრო ქსელზე კონდიციონერების ინტენსიური გამოყენების გამო. თებერვალში კი ტეხასი ელექტროენერგია ითიშებოდა მოულოდნელი თოვლიანობის გამო. 

იმის გამო, რომ შტატში ელექტროენერგიის ბაზარი ძალიან სუსტად არის რეგულირებული, შესაძლოა ჩინელი მაინერების შემოსვლისთანავე მასში ნამდვილმა ქაოსმა დაისადგუროს. 

Link to comment
Share on other sites

ეგრეა კი, ვარაუდობენ დაჟე დახურული ფერმების 20-25% მიგრაციას, დანარჩენები იხურებიანო, მანდ უზარმაზარი გიდროელექტროსადგურები ყოფილა და ძალიან იაფი ელექტროენერგია, დაბინძურებაც მინიმალურია ჩინეთთან განსხვავებით სადაც მაინინგის დიდი აბიომი ნახშირზე მუშაობსო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.