Magdalena Posted June 28, 2021 Share Posted June 28, 2021 დიდი ალბათობით, მთვარეზე მოპოვებული პირველი რესურსი ჩვეულებრივი წყალი იქნება. მისი მოპოვება იგეგმება პოლარულ რეგიონებში არსებული ყინულის მარაგებიდან, მაგრამ არსებობს პრობლემა - ეს არის არა სუფთა ყინული, არამედ მისი ნარევი რეგოლიტთან (მთვარის გრუნტთან), რომლის დაშლა მეტად რთულია და ენერგეტიკული თვალსაზრისით ხარჯიანი. ამიტომაც NASA-მ გამოაცხადა შეჯიბრი „Break the Ice“ (დავამტვრიოთ ყინული) იდეებისა და პროექტების შესაგროვებლად, რათა განხორციელდეს ეს პროცესი საუკეთესო გზით. სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო Masten Space Systems-ის პროექტმა „Rocket M“, რომლის ინჟინრებმა შეიმუშავეს უჩვეულო სისტემა სარაკეტო ძრავის ბაზაზე. რეგოლიტიანი ყინულის გაბურღვის ნაცვლად მას დაადნობენ და ააორთქლებენ არაუმეტეს 500 Н სიმძლავრისა და ნახევარი წამი ხანგრძლივობის მოკლე რეაქტიული იმპულსებით. შედეგად შესაძლებელი გახდება 2 მეტრი სიღრმის მაღაროს გაკეთება და 100 კგ-მდე ყინულის მოპოვება. სარაკეტო ძრავი მუშაობს ჟანგბადსა და წყალბადზე, რომლის მიღებაც შესაძლებელია წყლისგან - ე.ი. იგი საკუთარ თავს გამოკვებავს. მაღაროელი მარსმავალი 1120 კგ-ს იწონის, შეუძლია 3.45 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 20°-იანი დახრილობის ფერდობების გადალახვა. მის შემადგენლობაში შედის ჩამოსაშლელი გუმბათი მაღაროს ჰერმეტიზაციისთვის, აგრეთვე გამაგრილებელი, რომელმაც წარმოქმნილი წყლის ორთქლი სუფთა ყინულად უნდა აქციოს. მთვარის ყინულის ხელოვნურ ანალოგზე ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ Rocket M კომპლექსს შეუძლია დღეში 12 მაღაროს დამუშავება. ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მას შეეძლება 426 ტონა წყლის მოპოვება პრაქტიკულად სრულიად ავტონომიურ რეჟიმში. დამატებით, შესაძლებელია სისტემის კონფიგურირება მშრალი რეგოლიტის მოსაპოვებლად - მას გამოიყენებენ მთვარის ბეტონის შემავსებლის სახით, სამომავლო კოლონიის სამშენებლო მასალად. https://bit.ly/3zSSywM Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.