Jump to content

MSI-მ წარადგინა მძლავრი ამაჩქარებელი მაინინგისთვის - CMP 50HX Miner


Recommended Posts

კომპანია MSI-მ წარადგინა ვიდეო დაფა NVIDIA CMP 50HX Miner, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტა Ethereum-ის ეფექტური მოპოვებისთვის. ახალი დაფა წარმოადგენს ამაჩქარებლების სპეციალზებულ სერია Cryptocurrency Mining Processor-ის (CMP) შემადგენელ ნაწილს და მოწოდებულია, რომ მაინერების ყურადღება GeForce-სერიის გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს. 

image.jpeg 

MSI CMP 50HX Miner-ის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი 3584 CUDA ბირთვით, ასევე 10 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება ეფექტური 14 გჰც სიხშირითა და 320-ბიტიანი სალტით. ახალ დაფას შეუძლია PCIe 1.0 x 4 ინტერფეისთან მუშაობა. სავარაუდოდ, დაა აგებულია Turing სერიის TU102 ჩიპებზე, რომლებიც გამოიყენებოდა, მაგალითად, GeForce RTX 2080 Ti-ს შემადგენლობაში. თუცა არც NVIDIA-ს, არც MSI-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. 

image.jpeg 

MSI CMP 50HX Miner-ის გრაფიკული ჩიპი ფლობს 1350 მჰც საბაზისო სიხშირეს. Boost რეჟიმში იგი 1545 მჰც-მდე იზრდება. NVIDIA-მ ადრე განაცხადა, რომ CMP 50HX სერიის მოდელები Ethereum-ის მოპოვებისას უზრუნველყოფენ 45 მჰეშ/წმ წარმადობას. MSI თავისი ახალი დაფის აღწერილობაში ამ ინფორმაციას ადასტურებს, მაგრამ მიუთითებს, რომ იგი სამართლიანია მხოლო DAG Epoch 394 ალგორითმისთვის, ოთახის ტემპერატურისა და კარგი გაგრილების პირობებში. 

image.jpeg 

ამაჩქარებელში გამოყენებულია Aero სერიის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა ტანგენციალური ვენტილატორით, რომელიც საიმედოობის მაღალი დონით გამოირჩევა. ვიდეო დაფის ზომებია 268 x 114 x 36 მმ. 

image.jpeg 

დაფა ასევე აღჭურვილია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტით. MSI აღნიშნავს, რომ დაფაშ გამოყენებულია custom-იზებული PCB, თუმცა კომპანიას დეტალები არ დაუკონკრეტებია. 225 ვატი ენერგომოხმარების მქონე მოდელ MSI CMP 50HX Miner-ს აქვს კვების ორი 8-პინიანი კონექტორი. რადგანაც ეს დაფა ორიენტირებულია მხოლოდ მაინინგზე, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. მათ ნაცვლად კომპანიამ განათავსა დამატებითი ჭრილი ამაჩქარებლიდან ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. 

image.jpeg 

რადგანაც ვიდეო დაფის ანონსი ფორმალური ხასიათის იყო, კომპანიას არ განუცხადებია მისი ფასისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.