Magdalena Posted June 26, 2021 Share Posted June 26, 2021 მიმდინარე წლის თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მხოლოდ მომავალ წელს გავა კომპანია Starlink მოგებაზე, რის შემდეგაც იფიქრებს მისი აქციების საჯარო განთავსებაზე. მიმდინარე კვირაში SpaceX-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ Starlink-მა პირველ რიგში უნდა მოახდინოს პროგნოზირებადი ფულადი ნაკადების გენერირების შესაძლებლობის დემონსტრირება. ამის შესახებ გვატყობინებს სააგენტო Reuters Twitter-ზე მასკის მორიგ მიმოწერაზე დაყრდნობით. ამერიკელი მილიარდერის თქმით, Starlink-ს საჯარო საფონდო ბაზარზე გასვლა ძალიან გაუჭირდება ფულადი ნაკადების დასტაბილურებამდე. ამავდროულად, იგი მზად არის Tesla-ს აქციონერებს წვდომა გაუხსნას Starlink-ის აქციებისკენ პრივილეგირებული პირობებით. Starlink არის თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორი, რომელიც აპირებს დედამიწის ახლო ორბიტაზე განათავსოს 12 ათასი სატელიტი. ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაყვანილია დაახლოებით 1800 თანამგზავრი, სექტემბრისთვის კი კომპანია დედამიწის სრულ დაფარვას გეგმავს. სატესტო რეჟიმში ოპერატორს წვდომა აქვს 11 ქვეყანაზე, კომპანიამ უკვე შეაგროვა ქსელთან დაკავშირების მსურველთა ნახევარი მილიონი განაცხადი. როგორც კი Starlink დაიწყებს სტაბილური მოგების გენერირებას, იგი შეძლებს არა მხოლოდ საჯარო საფონდო ბაზარზე შესვლას, არამედ გახდება SpaceX-ის სხვა დიდი პროექტების დაფინანსების წყარო - მაგალითად, დააფინანსებს გადამზიდ Starship-ის შექმნას, რომელიც გამოყენებული იქნება ხალხისა და ტვირთის გაგზავნისთვის არა მხოლოდ მთვარის, არამედ მარსის მიმართულებით. https://bit.ly/3gRnV3r 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.