Jump to content

Toyota-მ რობოტებს ასწავლა ობიექტების გარჩევა მათი ანარეკლებისგან - ეს დიდი მიღწევაა რობოტექნიკაში


Recommended Posts

Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა საკუთარი ახალი მიღწევები რობოტექნიკის სფეროში, სახლის პირობებში რთული ამოცანების გადაჭრის მიმართულებით. ინსტიტუტის ინჟინრებმა შეძლეს რობოტებისთვის ესწავლებინათ ისეთ რთულ სიტუაციებში მოქმედება, რომლებიც არსებული მანქანების უმეტესობას აბნევს. ამგვარი სიტუაციებია გამოსახულების ამოცნობა გამჭვირვალე და სარკისებრი ზედაპირებიდან, აგრეთვე მათზე რეაგირება სხვადასხვა გარემოში. 

image.jpeg 

თავისი მიღწევების დემონსტრირება კომპანიამ მოახდინა ვიდეოთი, რომელშიც რობოტი სელფის იღებს - აფიქსირებს თავის გამსახულებას სარკისებრ ზედაპირზე. Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ისეთი რობოტების შექმნა, რომლებიც გააფართოვებენ ადამიანის შესაძლებლობებს და არ ჩაანაცვლებენ მათ უნარებს. ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, რობოტების სწავლება სახლის პირობებში ფუნქციონირებისთვის არის არატრივიალური ამოცანა, რადგანაც ყველა სახლი ინდივიდუალურადაა მოწყობილო, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის შაბლონების მიხედვით მომუშავე მანქანებს. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3gMQjna 

იმ დროს, როდესაც ადამიანი უპრობლემოდ განასხვავებს ობიექტს მისი ანარეკლისგან, გამჭვირვალე და სინათლის ამრეკლავი საგნები ხშირად აბნევს რობოტებს. მანქანების უმეტესობა დაპროგრამებულია ისე, რომ რეაგირება მოახდინო საგნებსა და გეომეტრიაზე კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. მათ ქმედებას მინის მაგიდასთან, სარკესთან, პრიალა ტოსტერთან ან გამჭვირვალე ჭიქასთან შესაძლოა უსიამოვნო შედეგები მოყვეს. ამ პრობლემების გადასაჭრელად Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინრებმა შეიმუშავეს სწავლების ახალი მეთოდი, რომელიც რობოტებს საშუალებას აძლევს აღიქვან სცენის სამგანზომილებიანი გეომეტრია, აგრეთვე აღმოაჩინონ ობიექტები და ზედაპირები. ამგვარი მიდგომა ასევე გამორიცხავს მონაცემთა შრომატევადი, ძვირადღირებული ან არაპრაქტიკული შეგროვებისა და ეტიკეტირების საჭიროებას. 

მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იდეალური არ არის, Toyota-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადება უზარმაზარი მიწევაა სრულიად რობოტექნიკის სფეროში. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.