Magdalena Posted June 24, 2021 Share Posted June 24, 2021 ღონისძიება Conference on Computer Vision and Pattern Recognition-ზე (CVPR) Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი კარპატიმ წარადგინა Tesla-ს სუპერკომპიუტერების ახალი კლასტერი არანორმალურად შთამბეჭდავი მახასიათებლებით - გვაცნობებს რესურსი Electrek. სპეციალისტების შეფასებით, მახასიათებლები სუპერკომპიუტერს საშუალებას აძლევს მოიპოვოს მეხუთე ადგილი მსოფლიო რეიტინგში. Tesla-ს ახალ კლასტერში შედის რვა NVIDIA A100 80GB ამაჩქარებლის 720 ნოუდი - სულ 5760 გრაფიკული პროცესორი. ამ მონსტრის გამომთვლელი წარმადობა FP16 ოპერაციებში 1.8 exaFLOPS-ს აღწევს. მონაცემთა სანახი სივრცე 10 პეტაბაიტს შეადგენს, სიჩქარე - 1.6 ტბ/წმ. გამოყენებულია NVMe მყარი დისკები ცხელი ჩანაცვლების შესაძლებლობით. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კომპანიას დაუგროვდა 1.5 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემები და იგი უზარმაზარ გამოთვლით სიმძლავრეს მოითხოვს. კარპატიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ Tesla ამზადებს კიდევ უფრო მაღალი წარმადობის სუპერკომპიუტერს, რომელიც ნეიროქსელის სწავლებაზე იქნება ოპტიმიზებული. სავარაუდოდ, ეს გახლავთ პროექტი Dojo, რომელიც მზად მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. https://bit.ly/3zFbCyu 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.