Jump to content

Apple სამომავლოდ გეგმავს iPhone-ების მთლიანად ნარჩენებისგან წარმოებას


Magdalena

Recommended Posts

Apple ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასოცირდეს მწვანე ტექნოლოგიებთან. უახლოეს მომავლის გეგმები მოიცავს არა მხოლოდ განახლებადი წყაროების ენერგიის გამოყენებას, არამედ ახალი სმარტფონების წარმოებას მხოლოდ გადამუშავებული მასალებისგან. 

image.jpeg 

ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა VivaTech 2021 სამიტის დროს. მისი თქმით მომავალში Apple მთლიანად იტყვის უარს "ახალი" სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებაზე და მთლიანად დაეყრდნობა "განახლებად წყაროებს". მან სპეციალურად აღნიშნა, რომ კომპანია უკვე გადავიდა "ნახშირბადისგან თავისუფალ" ტექნოლოგიებზე, რომლებიც ამცირებენ ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფას. 

დღეს Apple-ის ბიზნესის მთავარი გამოწვევაა მომხმარებელთა ინფორმირებულობა "ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფის" მნიშვნელობის შესახებ და "ნახშირბადის ნეიტრალიტეტისთვის" მიღწევა მთლიან საწარმოო ჯაჭვში საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდების ეტაპამდე. სავარაუდოდ, ეს მიზანი 2030 წლისთვის იქნება მიღწეული. 

Apple-ს უკვე შეუძია იამაყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების მინიმიზაციის სფეროში. მაგალითად, ალუმინის 40%, რომელიც გამოიყენება Mac-კომპიუტერების წარმოებისთვის - მეორადი გადამუშავების მასალაა, iPhone 12-ში კი გამოყენებულია 98 % იშვიათი ელემენტი, რომლებიც გადამუშავების შედეგად იქნა მიღებული. კომპანია ამტკიცებს, რომ დამტენ მოწყობილობას ახალ iPhone-ს არ აყოლებს იმავე მიზეზით - გარემოზე ზრუნვისა და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.