Jump to content

Videocardz-მა გაასაჯაროვა Intel Alder Lake, Intel Raptor Lake და AMD Raphael პროცესორების გამოსვლის ვადები


Recommended Posts

ცნობილია, რომ Intel მიმდინარე წელს დაიწყებს პირველი 10th დესკტოპ პროცესორების მიწოდებას. ზუსტი თარიღები ამ დრომდე უცნობია, რეალურად სარწმუნო ცნობები მეტად მცირე რაოდენობით ვრცელდება, რაც ნამდვილად არასაკმარისია სამომავლო წარმოდგენის შესაქმნელად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს დაიწყება AMD AM5 პლატფორმის მქონე მომდევნო თაობის პროცესორების გაყიდვა. ორივე მათგანი ნიშნავს ახალი DDR5 სტანდარტის მეხსიერებაზე გადასვლას, აგრეთვე ბევრ გაუმჯობესებას. ამჯერად უახლესი ინფორმაცია გავრცელდა რესურს Videocardz-ისგან. 

image.png 

პირველ რიგში ვისაუბრებთ Alder Lake-ის გამოსვლაზე. გავრცელებული ცნობით, 600-სერიის ჩიპსეტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დროისთვის უნდა გამოჩნდეს ავად პროცესორებიც. მონაცემები შესაძოა ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მთელი ხაზის ნაცვლად მხოლოდ ფლაგმანურ Z690-ს მივიღებთ. ცნობილია, რომ ბიუჯეტური B660 და H610 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ეს არის მეტად მოულოდნელი ნაბიჯი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო წელს ვიხილავთ დაბალბიუჯეტურ Core i5 და Core i3 პროცესორებს. ლოგიკური იქნება ვარაუდი, რომ 150 აშშ დოლარიანი ჩიპების მყიდველები არ მოისურვებენ დედა დაფაში 400 აშშ დოლარის გადახდას. 

მიუხედავა იმისა, რომ Alder Lake-მა ნამდვილი რევოლუცია უნდა მოიტანოს, უკვე გამოსასვლელად ემზადება მომდევნო თაობა, სახელწოდებით Raptor Lake. ისინი მიიღებენ იმავე 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესს ბირთვების განაწილების უფრო მოქნილი მეთოდით. არსებული ცნობებით, 700-სერიის ფლაგმანი Z790 2022 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ჩქარობს Intel, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ეს უკანასკნელი უნდა იყოს პირდაპირი პასუხი AMD-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებისთვის. 

რეალურად, AM5 პლატფორმა და კოდური დასახელება Raphael-ის მქონე პროცესორებისთვის განკუთვნილი ფლაგმანური ჩიპსეტი X670 2022 წლის მეორე კვარტალში გამოვა. გამორიცხული არ არის, რომ მასიური გაყიდვებიც ამავე პერიოდში დაიწყოს, დიდი ალბათობით, AMD-მ თავადაც არ იცის ზუსტი თარიღი. ამ შემთხვევაში ყველაფერი Apple-ზეა დამოკიდებული: იგი დღესდღეობით ჩიპების მომწოდებელი TSMC-ის მთავარი პარტნიორი და დამკვეთია. რაც მალე გამოუშვებს Apple 5-ნანომეტრიან პროდუქციას, მით უფრო ადრე შეძებს AMD თავისი 5-ნანომეტრიანი Ryzen 6000 პროცესორების მასობრივ წარმოებას. ინსაიდერები კი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ AM5 პლატფორმა გამოჩნდება მხოლოდ 2022 წლის მე-4 კვარტალში. ეს ასევე დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მე-3 კვარტალში უნდა შედგეს ახალი iPhone 13-ის პრეზენტაცია ახალი 4-ნმ ან 3-ნმ ტექნოპროცესით. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.