Jump to content

AMD-ის პარტნიორმა განაცხადა Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების ფასების შემცირებისა და მიწოდების განახლების დროს შესახებ


Recommended Posts

როდესაც ვიდეო დაფების დეციფიტზე ვსაუბრობთ, ვეყრდნობით მხოლოდ ხელმისაწვდომ ინფორმაცია. NVIDIA მხოლოდ გარკველ მონაცემებს აზიარებს, ცნობების უდიდესი ნაწილი პრესაში ვერ ხვდება, AMD-ს კი მელი რიგი პრობლემები აქვს ნახევრადგამტარ პროდუქტებთან წვდომის მხრივ. გარკვეული ინფორმაციის მიება შესაძლებელია ანალიტიკოსებისგან, რომლებიც ითვლიან მეორად ბაზრებზე გაყიდული GPU-ების რაოდენობას, თუმცა უმეტესად საუბარი ეხება პლატფორმა eBay-ს იმ დრო, როდესაც ათეულობით მსხვილი რეგიონალური პლატფორმა გაუთვალისწინებელი რჩება. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური ინსაიდერები ზოგჯერ აზიარებენ ცნობებს, რომლებიც საშუალებას იძლევა პრობლემა შინაგანად გადაიხედოს. 

image.png 

ამჯერად პრესაში მოხვდა ტაივანურ კომპანია ASRock-ის ანგარიში საინტერესო ფაქტებით. უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია ფასების კლება ვიდეო დაფებზე. ეს განპირობებულია უპირველეს ყოვლისა ჩინელი მაინერების ფაქტორის მიერ, რომლებიც ვეღარ ახერხებენ Ethereum-ის მოპოვებას, შემოდგომისთვის უმსხვილესი ფერმებიც კი დატოვებენ ჩინეთის ტერიტორიას. გაუმჯობესებები დღეს უკვე თვალსაჩინოა, მაგრამ ისინი ბევრად თვალშისაცემი იქნება წლის მეორე ნახევარში მიწოდების მოცულობის მატებისა და ბაზარზე გრაფიკული ჩიპების რაოდენობის ზრდის გამო. 

ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ვიდეო დაფები შეხვდებათ გეიმერებს, რადგან, ბოლო ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მაინერებმ მიიღეს მინიმუმ 700 ათასი ვიდეო დაფა (ბაზარზე მიწოდების მოცულობის 25%). უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მინიმალური მაჩვენებლები, ხოლო რეალური მაჩვენებლები შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს. ASRock-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფასების კორექტირება შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდეს. ამის წინაპირობები უკვე არსებობს. ოპტიმიზმის მთავარ მიზეზად კი მოყვანილია მზა პროდუქციის წარმოებისთვის მასალების მომარაგების ზრდა. ამავე დროს, ASRock ელოდება ვიდეო დაფების ფასების მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენას. შესწორება, რა თქმა უნდა, მოხდება, მაგრამ არავინ იცის, როდის ჩამოვა Radeon RX 6700 XT-ის ფასი რეკომენდებულ 479 აშშ დოლარამდე. 

ბოლო მონაცემები შესაძლოა მოულოდნელი ჩანდეს, რადგანაც ASRock აცხადებს, რომ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის დედა დაფების გაყიდვა AMD-ისა და Intel-ის ახალი პროცესორების დეფიციტის გამო. ამ მიმართულებით კარგი სიახლები არ არის, რადგანაც ჩიპების ნაკლებობა მიმდინარე წლის მეოხე კვარტლამდე გაგრძელდება. უცნობია, აქვთ თუ არა ანალოგიური სირთულეები დედა დაფების სხვა მწარმოებელ კომპანიებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესორების მიწოდების პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც გრაფიკული ჩიპების დეფიციტი, ASRock კი ელის, რომ მეორე კვარტლის შეჯამებით შეძლებს წმინდა მოგების მორიგი რეკორდული მაჩვენებლის მიღებას. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.