Jump to content

Samsung დაიწყებს მრავალკრისტალიანი uMCP LPDDR5 მეხსიერების მოდულების წარმოებას


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა დააანონსა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის მეხსიერების წარმოების დაწყება. ერთ კორპუსში გაერთიანებული იქნება DRAM LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი UFS 3.1 NAND ფლეშ-მეხსიერება. ამ ინტეგრაციის მეშვეობით საშუალო ფასის კატეგორიის სმარტფონები ფლაგმანური დონის წარმადობას მიიღებენ. 

image.jpeg 

Samsung-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ახალი uMCP LPDDR5 დამყარებულია კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეხსიერებისა და შეფუთვის სფეროებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დატკბნენ უწყვეტი სტრიმინგ-ტრანსლაციით, თამაშებითა და შერეული რეალობით არც ისე მაღალი დონის მოწყობილობებზეც კი. ეს პროდუქტი შესანიშნავად ერგება Samsung Galaxy A მოწყობილობებს, რომლებიც წარმოდგენილია ღირსეული მახასიათებლებით, კარგი კამერებით, დიდი მოცულობის ბატარეითა და ხელმისაწვდომი ფასით“.  

Samsung ასევე აცხადებს, რომ სულ უფრო ფართოდ ვრცელდება სმარტფონები 5G მხარდაჭერით და კომპანიის მიერ შემუშავებული, ერთ კორპუსში გაერთიანებული ჩიპების ნაკრები თავის წვლილს შეიტანს ამ გავრცელებაში. მოცემული მეთოდი საშუალებას იძლევა გაიზარდოს მეხსიერების მოცულობა, მუშაობის სიჩქარე და შემცირდეს ენერგომოხმარება. 

image.jpeg 

ოპერატიული მეხსიერების წარმადობა თითქმის 50%-ით გაიზრდება - 17 გბ.წმ-დან 25 გბ/წმ-მდე. NAND ფლეშ-მეხსიერების წარმადობა გაიზარდა ორჯერზე მეტად 1.5 გბ/წმ-დან 3 გბ/წმ-მდე წინა გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელშც გამოიყენებოდა UFS 2.2 და LPDDR4X. ინტეგირებული DRAM/NAND პროდუქტის ფართობია 11.5 x 13 მმ, რაც სმარტფონის კორპუსში სხვა კომპონენტებისთვის სივრცეს იძლევა. 

DRAM მეხსიერების მოცულობაა 6-დან 12 გბ-მდე, ხოლო UFS-ის - 128-დან 512 გბ-მდე. „uMCP-ის გამოყენება მარტივია საშუალო და მაღალი დონის 5G სმარტფონების სხვადასხვა გამოწვევისთვის“. uMCP-ის მქონე მოწყობილობები ძირითად ბაზრებზე მიმდინარე თვის ბოლოს გამოჩნდება. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.