Jump to content

Mark Cuban: DeFi გახდება აშშ-ისთვის ახალი „ზრდის ძრავი“


Recommended Posts

image.jpeg 

შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაკარგოს ქვეყნის ზრდის სამომავლო დიდი ძრავ”, თუ არ შეწყვეტს კრიპტოინდუსტრიისა და DeFi სეგმენტის რეგულირებას. ეს მოსაზრება მილიარდერმა მარკ კუბანმა თავის ბლოგში დაწერა. 

კუბანის აზრით შეერთებულმა შტატებმა არ უნდა შეზღუდოს კრიპტოსავალუტო ინოვაციები, მათ შორის დეცენტრალიზებული ფინანსების სეგმენტში. 

მილიარდერმა ამერიკული მარეგულირებლები ქვეყნის DeFi-პროექტების შევიწროებაში დაადანაშაულა. 

”ეს გახლავთ არა მხოლოდ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების სულისკვეთებით განპირობებული, არამედ ჩვენი მარეგულირებლის აბსოლუტური სისულელე, რაც აიძულებს ჩვენი თაობის ზოგიერთ ყველაზე ეფექტურ და ინოვაციურ ანტრეპრენერს - თავისი ბიზნესი საზღვარგარეთ წარმართოს”, - განმარტა ინვესტორმა. 

კუბანმა გააჟღერა გაფრთხილება ზრდის პოტენციალის დაკარგვის რისკის შესახებ, თუკი ინდუსტრიის რეგულირება გაგრძელდება. 

„როდესაც პანდემიდან 10-20 წლის შემდეგ უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, რომ 2020-2021 წლებში შეიქმნა კომპანიები, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ“ - აღნიშნა მილიარდერმა. 

თებერვალში კუბანმა ისაუბრა DeFi სეგმენტის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. 

აპრილში მილიარდერმა 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით მხარი დაუჭირა Injective Protocol-ს, რომელიც გვევლინება, როგორც მეორე დონის პირველი საბირჟო პროტოკოლი. 

მაისში კუბანმა ინვესტიცია ჩადო Polygon-ის ქსელსა და DeFi-დაშბორდ Zapper-ში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.