Jump to content

ჯენსენ ჰუანგი ელის ვიდეო დაფებზე ფასების კლებას და შემოსავლის მატებას მაინერების ხარჯზე


Recommended Posts

დიდი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორც წესი, სიტყვაძუნწები არიან, თუმცა NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი საზოგადოებას ხშირად ახარებს ინტერვიუებით. რამდენიმე დღის წინ გამოფენა Computex-ის ფარგლებში მან საკუთარი აზრი გამოთქვა Arm-ის აქტივების 40 მლრდ აშშ დოლარად შეძენაზე, ასევე არ დაივიწყა სამომავლო ვიდეო დაფები და მაინერების ადგილი მიწოდების ჯაჭვში.  

image.jpeg 

უპირველს ყოვლისა, მან დაადასტურა, რომ ვიდეო დაფებზე ჰეშრეითის ორმაგი შემცირება გეიმერების დაცვისკენ სწრაფვის შედეგი იყო. ჯენსენის აზრით ამგვარი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს მაინერების მხრიდან ინტერესის კლებას სტანდარტული ვიდეო დაფების მიმართ. შედეგად უახლოეს დროში უკვე უნდა შემცირდეს საბოლოო პროდუქტის ფასი, რასაც ნებისმიერი გეიმერი იგრძნობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მალე გაყიდვაში გამოვა მთლიანი RTX 3000 სერია ანტიმაინერული ბლოკირებით, რაც კიდევ მეტ ეფექტს მოახდენს ვიდეო დაფების ღირებულებაზე. 

საბედნიეროდ, ჯენსენ ჰუანგის არსენალშია არა მხოლოდ ჰეშრეითის ბლოკირება, არამედ ასევე მაინერებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სერია. ამ ვიდეო დაფებს არ აქვთ ვიდეოდრაივერი და ჩინეთის მსხვილ მაინერებს პირდაპირ მიეწოდებათ. მსგავმა გადაწყვეტილებამ NVIDIA-ს მხოლოდ 150 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, თუმცა მეორე კვარტლის დასასრულისთვის დაგეგმილია 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გრაფიკული ჩიპების მიწოდება. 

საინტერესო ფაქტია ის, რომ თავად ჯენსენს სჯერა კრიპტოვალუტების მომავლის. მან განაცხადა, რომ ციფრული ფული არსად გაქრება. მთავარი ამოცანაა განვითარების სწორი გზის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სამართლიან განაწილებას მაინერებსა და გეიმერებს შორის. NVIDIA-ს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კომპანია იპოვის სწორ გადაწყეტილებას. ჯენსენმა მიუთითა, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ფასების მისაღებ დონემდე შემცირებას. მოცემულ შემთხვევაშ ჩნდება მარტივი კითხვა: როგორია მისაღები დონე ჯენსენ ჰუანგის აზრით? რამდენად იაფი უნდა იყოს ვიდეო დაფები, რომ მაინერებმა შეწყვიტონ მათი ყიდვა, გეიმერებმა კი შეძლონ შეძენა?  

Link to comment
Share on other sites

იმაზე არაფერი უთქვია რომ ფარულათ თურმე ასობით მილიონიან დასტავკებს აკეთებდა ნვიდია ჩინეთის კრუპნი ფერმებისთვის და მანდ მილიარდები აქვთ ნაშოვნი რაც ეგ 3000 სერია გამოვიდა მაგის შემდეგ, ანუ ორმაგი სტანდარტები აქვს დამყარებული და ეგ შეზღუდვაც იმიჯის გასაუმჯობესათ გააკეთეს, თან FE ვერსიებზე არანაირი აგრანიჩენია არ ადევს, ეგენი ალბათ ისევ ფერმებზე წავა ძირითადათ ჩინეთში, მაგ სპეც კარტებზე კიდე ფასები საკმაოთ მაღალი ადევს, თან გეიმერებს მაგეებს ვერ მიყიდი + ერთმა ბეტა დრაივერმა მაინც თუ გაჟონა ისევე სადაც აგრანიჩენია მოხსნილი ექნება არც ეგ ჰეშრეიტის განახევრება უშველის, ამიტომ ეგ რეალურათ ან გამოასწორებს ლონგ რანში მაინც სიტუაციას ან არა, უფრო შემდეგი წლისთვის ელოდებიან ფასების დაკლებას როცა აბიომები გაორმაგდება მაგ კარტებზე, ეხლა მაინც ვერ უშვებენ საკმარისი რაოდენობით მაგ კარტებს და ნვიდიამ დამალა თავიდან რომ კარტების დიდი ნაწილი ეგრევე ჩინურ ფერმებში ხვდებოდა და არა გეიმერების კეისებში, 4-5 მილიონი კარტის ყიდვა მაინც უნდათ ამ ეტაპზე და კარტა მაქს 1 მილიონია მგონი გამოსული, მაინერის გარეშეც მაღალი ფასი ედებოდა, მოკლეთ 10 მილიონიც რომ გამოვიდეს მაინც რამდენიმე თვეში აღარაფერი დარჩება ისეთი სპროსია ეხლა მაგ ახალი სერიის კარტებზე, განსაკუთრებით თავის ფასში თუ გაყიდეს და არა სამმაგში, თორე სამმაგში ეხლაც შეიძლება აიღო თუნდაც 10 ცალი კარტა მაინინგისთვის, რომც გამოუშვან გაცილებით მაღალი ტირაჟით სერიოზული აგრანიჩენიები უნდა დაამყარონ და მარტო მაშინ თუ დარჩება ეგ კარტები დიდ ონლაინ მაღაზიებში გაუყიდავი რაც დაწევს ეგრევე მაღალ ფასებს, ისე თეორიულათ მართლა თუ ავარდა ბიტკოინის კურსი 100000$ შემდეგი წლისთვის (თუმცა ბევრი ჯერ სკეპტიკურათ უყურებს მასეთ ფასის გაზრდას) ეგ განახევრებული ჰეშრეიტიც არ შეაჩერებს ბევრს კარტების შეძენისგან, თან რამდენიმე ალგოზე არანაირი აგრანიჩენია არ ადევსო და მანდ გამომუშავება საკმარისზე მაღალი ყოფილა მაგ ახალ ვერსიებზეც, ამ ეტაპზე ვერც მაინერები ყიდულობენ კარტებს იაფათ და ვერც გეიმერები, მაგრამ ნვიდიას მაინც ასობით მილიონები შესდის ყოველ თვეში მაგ კარტებიდან, ყველაზე კარგათ მაგ დეფიციტის დროს ეგენი გრძნობენ თავს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.