Magdalena Posted June 16, 2021 Share Posted June 16, 2021 კომპანია Apple-ისთვის თან სატარებელი მოწყობილობების კატეგორია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტია პირველი თაობის Apple Watch-ის ანონსიდან მოყოლებული. საინფორმაციო წყაროების მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple Watch მიიღებს უფრო მძლავრ პროცესორს, გაუმჯობესებულ დისპლეისა და უსადენო ინტერფეისს, მომდევნო წლიდან კი შეძლებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით თავდაპირველად კომპანია ტემპერატურის საზომი სენსორის დამატებას მიმდინარე წლის განახლების დროს აპირებდა, თუმცა ცნობილია, რომ ხსენებული ფუნქცია მომდევნო წელს გამოჩნდება. მიმდინარე წელს Apple Watch-ის დისპლეი გახდება უფრო თხელი და ზედაპირთან ახლოს მდებარე. ამასთან, კორპუსის საერთო სისქე ოდნავ მოიმატებს, თუმცა მომხმარებლსითვის ცვლილება ფაქტობრივად შეუმჩნეველი იქნება. ახლახანს წარმოდგენილი AirTag-ნიშნის მსგავსად ახალ Watch-საათებს უსადენო ინტერფეის UWB-ის მხარდაჭერა ექნებათ. აგრეთვე ცნობილია, რომ მომავალი წლისთვის გადაიდო Apple Watch-ის ვერსიის ანონსი, რომელსაც ექნება ტენიანობის, დარტყმისა და მტვრის გამძლეობის გაზრდილი დონე. ამგვარი მოდელი კონკურენციას გაუწევს Casio-სა და Garmin-ის მოწყობილობებს, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ აქტიური ცხოვრების სტილისა და ექსტრემალური სპორტის სახეობების მოყვარულთა შორის. გრძელდება მუშაობა სისხლში შაქრის დონის არაინვაზიურ კონტროლზე. თანამედროვე გლუკომეტრების უმეტესობა საჭიროებს თითის გაჭრას სისხლის წვეთის მისაღებად, რომლის გაანალიზება ხდება ტესტ-ფირფიტის გამოყენებით. Apple-ს სურს მიაღწიოს სისხლში შაქრის დონის ადეკვატურ გამოვლენას კანის დაზიანების გარეშე. პირველადი წყაროს თანახმად ტექნოლოგია სიმწიფეს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მიაღწევს. https://bit.ly/3pQi2q5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.