Jump to content

Apple Watch მომდევნო წელს შეძლებს სხეულის ტემპერატურის, შემდგომში კი სისხლში შაქრის დონის გაზომვას


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-ისთვის თან სატარებელი მოწყობილობების კატეგორია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტია პირველი თაობის Apple Watch-ის ანონსიდან მოყოლებული. საინფორმაციო წყაროების მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple Watch მიიებს უფრო მძლავრ პროცესორს, გაუმჯობესებულ დისპლეისა და უსადენო ინტერფეისს, მომდევნო წლიდან კი შეძლებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას. 

image.jpeg 

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით თავდაპირველად კომპანია ტემპერატურის საზომი სენსორის დამატებას მიმდინარე წლის განახლების დროს აპირებდა, თუმცა ცნობილია, რომ ხსენებული ფუნქცია მომდევნო წელს გამოჩნდება. მიმდინარე წელს Apple Watch-ის დისპლეი გახდება უფრო თხელი და ზედაპირთან ახლოს მდებარე. ამასთან, კორპუსის საერთო სისქე ოდნავ მოიმატებს, თუმცა მომხმარებლსითვის ცვლილება ფაქტობრივად შეუმჩნეველი იქნება. ახლახანს წარმოდგენილი AirTag-ნიშნის მსგავსად ახალ Watch-საათებს უსადენო ინტერფეის UWB-ის მხარდაჭერა ექნებათ. 

გრეთვე ცნობილია, რომ მომავალი წლისთვის გადაიდო Apple Watch-ის ვერსიის ანონსი, რომელსაც ექნება ტენიანობის, დარტყმისა და მტვრის გამძლეობის გაზრდილი დონე. ამგვარი მოდელი კონკურენციას გაუწევს Casio-სა და Garmin-ის მოწყობილობებს, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ აქტიური ცხოვრების სტილისა და ექსტრემალური სპორტის სახეობების მოყვარულთა შორის. 

გრძელდება მუშაობა სისხლში შაქრის დონის არაინვაზიურ კონტროლზე. თანამედროვე გლუკომეტრების უმეტესობა საჭიროებს თითის აჭრას სისხლის წვეთის მისაღებად, რომლის გაანალიზება ხდება ტესტ-ფირფიტის გამოყენებით. Apple-ს სურს მიაღწიოს სისხლში შაქრის დონის ადეკვატურ გამოვლენას კანის დაზიანების გარეშე. პირველადი წყაროს თანახმად  ტექნოლოგია სიმწიფეს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მიაღწევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.