Magdalena Posted June 15, 2021 Share Posted June 15, 2021 დანია ცვლილებებს შეიტანს საგადასახადო კოდექსში, რათა კორექტურლად აისახოს რეზიდენტების კრიპტო-ოპერაციები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა Morten Bødskov-მა. ამჟამად არსებული წესები იწვევს შეცდომებს საგადასახადო ბაზის გაანგარიშებისას და ზრდის საგადასახადო თაღლითობის რისკს. მიმდინარე დროისთვის ციფრული აქტივების ვაჭრობით სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებების გაანგარიშება ხორციელდება 1922 წელს დამტკიცებული „სახელმწიფო გადასახადის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე. დეპარტამენტმა გამოავლინა 16 ათასამდე ადამიანი და კომპანია, რომლებმაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციები განახორციელეს 2015 წლიდან 2019 წლამდე. მათი ორი მესამედი არასწორად ასახავდა ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციებში. ცვლილებებს შეიმუშავებს საგადასახადო სამართლის საბჭო, რომელსაც დამოუკიდებელი სტატუსი გააჩნია. 2023 წლისთვის ორგანიზაცია წარადგენს საჭირო ცვლილებების პროექტს. საბჭომ გამოხატა შეშფოთება კრიპტო-ოპერაციების შემოსავლების პოტენციური დამალვის გამო. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კრიპტოვალუტების სერვისების პროვაიდერებს ამჟამად არ აქვთ ვალდებულება მარეგულირებლის წინაშე ანგარიში წარადგინონ. პარალელურად, ავსტრალიის საგადასახადო სამსახურმა გამოავლინა 100000 გადამხდელის ციფრული აქტივების ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის არასრული ასახვის შემთხვევები. https://bit.ly/3zdV9B7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.